|
2018-09-18 11:06:19, 862 ნახვა
საზოგადოება
„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ - პარლამენტი დეპუტატების მანდატს ამოფარებული, საკუთარი ბიზნესის მფარველების შეკვეთას განიხილავს
„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ განცხადებით, 18 ოქტომბერს, 14:00 საათზე, პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტი თამბაქოს კონტროლის კანონში შესატან ცვლილებათა პროექტს განიხილავს. ალიანსი მიმდინარე პროცესს სამწუხაროს უწოდებს, რადგან მათი თქმით, „საკანონმდებლო ორგანო დეპუტატების მანდატს ამოფარებული, საკუთარი ბიზნესის მფარველების შეკვეთას ასრულებს“. „სამწუხაროდ, ცვლილებათა პროექტის კომიტეტებში განხილვის დაწყებას სხვას ვერაფერს ვუწოდებთ, თუ არა უმსგავსობას, კერძოდ, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო დეპუტატების მანდატს ამოფარებული, საკუთარი ბიზნესის მფარველების შეკვეთას განიხილავს. ამ ჟესტით პარლამენტი აცხადებს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია არა საზოგადოების მოთხოვნები და ინტერესები, არამედ, ხელისუფლების სხვადასხვა შტოში კერძო ინტერესების დაცვის მიზნით გამაგრებული სუბიექტების შეკვეთები. აღსანიშნავია, რომ ცვლილებათა პროექტის თანახმად, ცდილობენ დააკმაყოფილონ „საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის“ მოთხოვნა, მოწევა არამხოლოდ კაზინოებში, ნებისმიერ სათამაშო სახლში დაიშვას. ამ მოთხოვნის უკან დგას დეპუტატის მანდატს ამოფარებული მევახშე ისკო დასენი, რომლის ვაჟი კნიაზ დასენი კომპანია „კრისტალბეთის“ სერიოზული წილის მფლობელია, ამავე დროს, „კრისტალბეთი“ სწორედ იმ ასოციაციის წევრია, რომლის მოთხოვნითაც საკანონმდებლო ცვლილების პროექტი მომზადდა. აღსანიშნავია, რომ პარლამენტმა რატომღაც არც კი განიხილა თამბაქოს კონტროლის ალიანსის წინადადება, კაზინოებშიც აეკრძალათ მოწევა და ამით ყველა სათამაშო სახლი თანაბარ მდგომარეობაში ჩაეყენებინათ. სამწუხაროა, რომ პარლამენტი არაფერს ცდილობს სათამაშო ბიზნესის შესავიწროვებლად, მეტიც, ეკონომიკურად უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს, რომლებიც ილუზიურ გამოსავალს სათამაშო სახლებში და უცებ დიდი ფულის მოგების მცდელობაში ხედავენ, მდგომარეობას იმითაც უმძიმებენ, რომ თამბაქოს კვამლით გაჯერებულ სივრცეში ისუნთქონ და უამრავი დაავადების გამოწვევის საფრთხის წინაშე დადგნენ. პარლამენტი დღეს ასევე განიხილავს თეატრში, სპექტაკლის მიმდინარეობის დროს, სცენაზე მოწევის დაშვებას. ამ ინიციატივის ავტორია დეპუტატი ალექსანდრე ქანთარია, რომელიც აცხადებს, რომ მას, როგორც რეჟისორს შემოქმედებით პროცესში ხელის შემშლელად მიაჩნია სცენაზე მოწევის აკრძალვა. ალექსანდრე ქანთარია ჯიუტად არ ცნობს დასავლეთის ქვეყნებში უკვე წლების წინ მიღებული კანონის ამ ნაწილს და როგორც აცხადებს, არც უახლესი ტექნოლოგიებით დამზადებული რეკვიზიტების შესახებ სმენია, რომელიც მოწევის ზუსტ იმიტაციას ქმნის. ქანთარიას აზრით, თამბაქოს ნაწარმის ბოლით სცენაზე შექმნილ მისტიურ გარემოს თურმე ვერაფერი ჩაანაცვლებს. ის კატეგორიულად უარყოფს, რომ მოთხოვნის უკან თამბაქოს ინდუსტრიის ზეგავლენა და ფულადი ინტერსები დგას. აღასანიშნავია, რომ სცენაზე თამბაქოს მასობრივად იყენებენ მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლებში, რომლებიც იაპონური თამბაქოს კომპანიამ დააფინანსა“, - აცხადებს „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)