|
2018-09-18 10:34:55, 978 ნახვა
საზოგადოება
ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაცია მთავრობას მოსალოდნელი პრობლემების შესახებ აფრთხილებს
საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაცია (გვიბა) ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების პროცესში მოსალოდნელ პრობლემებზე მიანიშნებს და მდგომარეობის გაუარესებამდე პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძეს და ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას შეხვედრას სთხოვს. „მთავრობის მეთაურსა და ეკონომიკის მინისტრს ოფიციალური წერილით მივმართეთ, ვთხოვთ, დროულად მიიღონ ზომები პრობლემების გამო, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლების არაადექვატური ქმედებებისა და მიდგომების გამო რეფორმის დაწყების საწყისი ეტაპიდანვე, მიმდინარე წლის დასაწყისიდან შეიმჩნევა. ტექნიკური დათვალიერების ბაზარზე საქმეში სრულიად გამოუცდელი, სადაზღვევო კომპანია “ალდაგის“ შვილობილი კომპანია „პრემიუმ რეზიდენსის“ (ეკონომიკის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ოპერირებს სახელით “გრინვეი საქართველო“) შემოყვანის შემდეგ განვითარებულმა პროცესებმა მრავალი კითხვა გააჩინა. სამწუხაროდ, ყველაფერი გაკეთდა, რომ ბაზარზე, ფაქტობრივად აბსოლუტური შეზღუდვის გარეშე, მონოპოლურ მდგომარეობაში იმოქმედოს „პრემიუმ რეზიდენსმა“(გრინვეი საქართველო), რომელსაც არამხოლოდ ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების გამოცდილება, შესაბამისი ბაზა, აღჭურვილობა და პერსონალიც კი არ გააჩნია. საყურადღებოა, რომ ამ კომპანიას ტენდერისა და ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებული კონტრაქტის პირობები უკვე დარღვეული აქვს. არ წარმოუდგენია დოკუმენტაცია და ინსპექტირების ცენტრების მშენებლობაც კი არ დაუწყია. მიმდინარე რეფორმის პროცესში მიღებული სისტემური ხასიათის სადავო გადაწყვეტილებები ჯერაც უცვლელია, რის გამოც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოში, ისევე როგორც საქართველოს მთავრობაში, კონკურენციის სააგენტოსა და ეკონომიკისა სამინისტროში არაერთი საჩივარი წარვადგინეთ. რეფორმის საწყის ეტაპზე გაუმჭვირვალედ წარმართულმა პროცესმა და სისტემური ხასიათის პრობლემებმა შესაძლოა, ჩრდილი მიაყენოს ან შეაფერხოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის პროცესი. აღნიშნულმა გააჩინა ბიზნესის ამ სფეროს არაეთიკური ქმედებებით მონოპოლიზებისა და კონკურენციის არსებითად შეზღუდვის მოლოდინი. ეს ყველაფერი არამხოლოდ მოსახლეობას და ბიზნესს, მთავრობასაც დააზარალებს“, - აცხადებს ასოციაციის ხელმძღვანელი ვაჟა იორდანიშვილი.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)