12:03 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-18 10:27:22, 2989 ნახვა

პოლიტიკა
ნატო ჩხეიძე ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებს“ ტოვებს

პარლამენტის წევრი, ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებელი ნატო ჩხეიძე, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებს“ ტოვებს, - ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ ისაუბრა.

მისი თქმით, დეტალებზე უფრო ვრცლად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრებს.

„ფრაქციის დატოვებას ვაპირებ, ამას გავაჟღერებ სესიაზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტში აუცილებლად მოინახება ერთი დეპუტატი მაინც, რომ ფრაქცია არ დაიშალოს და გააგრძელონ ჩვეული მოღვაწეობა თუ მუშაობა საქართველოს პარლამენტში. მე ალბათ დავრჩები დამოუკიდებელი დეპუტატი“, - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

ცნობისთვის, „საქართველოს პატრიოტები“ 6 დეპუტატისგან შედგება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნატო ჩხეიძის გასვლის შემთხვევაში ფრაქცია დაიშლება. ფრაქციის შენარჩუნების ერთადერთი გზა მის რიგებში რომელიმე სხვა დეპუტატის გაწევრიანებაა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics