|
2018-09-18 10:25:29, 2368 ნახვა
პოლიტიკა
ლუკ კოფი - აშშ-ს შეუძლია, საქართველოს სამშვიდობო ინიციატივის უფრო წარმატებულად განხორციელებაში დაეხმაროს
აშშ-ს შეუძლია, უფრო აქტიურ პროცესში დაარწმუნოს პარტნიორები, რათა უკეთ გაითავისონ, რომ რუსული ჯარების ყოფნა საქართველოში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაა, - ამის შესახებ აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ექსპერტი "ჰერითიჯის ფონდის" მკვლევარი ლუკ კოფი აცხადებს. მისი შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში მამუკა ბახტაძის ვიზიტი აშშ-ში ხელსაყრელ დროს მიმდინარეობს და მნიშვნელოვანია, რომ ვაშინგტონში ამერიკელი და ქართველი ლიდერები იკრიბებიან, ორმხრივი ურთიერთობის განმტკიცებისთვის გადასადგმელი ახალი ნაბიჯების განსახილველად. "ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდის თვალსაზრისით დიდ დახმარებას უწევს და ამის ერთგული რჩება დღესაც. ვფიქრობ, მომავალშიც ამერიკის მთავრობამ სწორედ ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისკენ უნდა მიმართოს ძალისხმევა. ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია საქართველოს დაეხმაროს ქვეყნის მთავრობის მიერ წამოწყებული სამშვიდობო ინიციატივის - "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" უფრო წარმატებულად განხორციელებაში - გამოხატოს პოლიტიკური და დიპლომატიური მხარდაჭერა. ვაშინგტონის მხრიდან ამ ინიციატივის აქტიური მხარდაჭერა სხვა ქვეყნებისთვისაც მისაბაძი იქნება, ეს ძალისხმევა კი საქართველოს მთავრობის პოზიციას გააძლიერებს და ამ ინიციატივას უფრო სანდოსა და ქმედითს გახდის საქართველოს მოქალაქეებისთვისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის",- აცხადებს ლუკ კოფი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)