2018-09-17 18:07:31, 5186 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში ქართველი ბიზნესმენი მოკლეს
სანქტ-პეტერბურგში ბიზნესმენი ბადრი შენგელია საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი აცხადებს.
უწყების ინფორმაციით, 53 წლის შენგელიას ცხედარი, Mercedes-ს მარკის ავტომობილში აღმოაჩინეს. მას მრავლობითი ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
გამოძიების წინასწარი ვერსიით, ბიზნესმენს გვერდზე მიმავალი ავტომობილიდან გაუხსნეს ცეცხლი.
ავტორი: ,