06:46 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-17 17:49:45, 1730 ნახვა

საზოგადოება
მამუკა ხაზარაძის ინიციატივით თსუ-ს წარჩინებულ სტუდენტებს სტიპენდიები გადაეცათ

6 000 ლარის ოდენობის ფულადი კომპენსაცია, რომელიც სასამართლომ  გაზეთ „ასავალ-დასავალს“ თიბისი ბანკისა და მისი დამფუძნებლის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის  დააკისრა, მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებით, თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მაღალი  აკადემიური მოსწრების 5 წარჩინებულ სტუდენტს სტიპენდიის სახით გადაეცა. 

მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებით, სტიპენდიას პერმანენტული სახე მიეცემა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მესამე კურსის  წარჩინებული სტუდენტები ფულად ჯილდოს ყოველწლიურად, მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის მიიღებენ.

„ჟურნალისტების როლი ძალიან მნიშვნელოვანია  ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში. მათი ობიექტური და მიუკეძოებელი საქმიანობა არის გარანტია იმისა, რომ საზოგადოება სწორად  იქნება ინფორმირებული. ჩვენ გვინდა ხელი შევუწყოთ თავისუფალი  ჟურნალისტების ახალი თაობის ჩამოყალიბებას, ეს სტიპენდია არის ერთგვარი წახალისება, რომ მათ კარგი განათლება მიიღონ,“ - განაცხადა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძის პირველი სტიპენდია 5 წარჩინებულ სტუდენტს დღეს თსუ-ში სწავლის დაწყების აღსანიშნავ ღონისძიებაზე გადაეცა.  

 

 

(R)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics