|
2018-09-17 17:39:06, 2202 ნახვა
სამართალი
„ლიბერალის“ რედაქტორს თავს დაესხნენ - თავდამსხმელები ამ დრომდე არ დაუკავებიათ
15 სექტემბერს, დაახლოებით, 20:30 საათზე, „ლიბერალის“ მთავარ რედაქტორს, ზურა ვარდიაშვილს თავს დაესხნენ. როგორც ვარდიაშვილმა, „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, მას 5-6 კაციანი დაჯგუფება ფიზიკურად გაუსწორდა, რის შედეგადაც თავისა და სახის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო. მისი თქმით, თავდამსხმელები იდენტიფიცირებული არიან, თუმცა სამართალდამცველებს ამ დრომდე არც ერთი მათგანი არ დაუკავებიათ. „ორი დღე გავიდა თავდასხმიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს იდენტიფიცირებული ჰყავს უკვე თავდამსხმელები და რატომღაც არ აჩქარებს საგამოძიებო მოქმედებებს. იმავე საღამოს დაადგინეს მათი ვინაობა და დაკითხულებიც კი არ ჰყავთ. გამოძიების ინფორმაცია არის რომ ვიღაცაში შევეშალე ამ ადამიანებს, მაგრამ ეს იყო დაგეგმილი სპეცოპერაცია. მე მყავს მანქანა, რომლითაც დაინტერესებულები იყვნენ ეს ადამიანები. დამირეკეს და შემითანხმდნენ, რომ მანქანა ენახათ, მეც დავთანხმდი, ვარკეთილში მდებარე პროფილაქტიკასთან დავიბარე, თვითონ დამითქვეს დრო, საღამოს რვა საათზე. დათქმული დროიდან ნახევარი საათის შემდეგ შეხვედრის ადგილზე მაღალი სისწრაფით მომავალი ორი ჯიპი - ML და X5 გაჩერდა. იქიდან 5-6 ან 7 კაცი გადმოვიდა, რომლებიც გამოიყურებოდნენ, როგორც რაღაც დაჯგუფება, ძალიან ორგანიზებულად მოქმედებდნენ, გადმოვიდნენ და სიტყვის უთქმელად დამესხნენ თავს. მირტყამდნენ ძლიერად, თავსა და სახეში, ხმის ამოუღებლად, მხოლოდ ერთ ფრაზას მოვკარი ყური - „მოვიპაროთ ეს ჩემისა“, და ჩემი მანქანისკენ წათრევა სცადეს. ამასობაში გვერდზე სამრეცხაოდან ხალხი გამოიქცა და ესენი უცებ ჩასხდნენ მანქანაში და გაქრნენ. თვითმხილველებმა დაინახეს მანქანის ნომერიც. მათვე დარეკეს პოლიციასა და სასწრაფოშიც. ადგილზე მოვიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური განყოფილების თანამშრომლებიც, სწორედ თვითმხილველების ინფორმაციის საფუძველზე შეძლეს იდენტიფიცირება მათ ამ თავდამსხმელების. როგორც გამომძიებელმა ამიხსნა, ერთ საათში ჰქონდათ უკვე ვინაობა დადგენილი“, - აღნიშნა საუბრისას ზურა ვარდიაშვილმა. „ექსპრესნიუსის“ კითხავაზე თუ რა გეგმები აქვს მას, ვარდიაშვილის განმარტებით, აპირებს, რომ თავდამსხმელები სასამართლომდე მიიყვანოს. „ვაპირებ რომ ეს ადამიანები მივიყვანო სასამართლომდე და გაბრაზებულზე მეტად უბრალოდ დაინტერესებული ვარ, ვინ იყვნენ? რა უნდოდათ? თავდასხმის მსხვერპლი მე გავხდი და თუნდაც გამოძიების ვერსია, რომ მათ ვიღაცაში შევეშალე არანაირ შეღავათს არ მაძლევს“, - განმარტა ზურა ვარდიაშვილმა. „ექსპრესნიუსი“ აღნიშნულ თავდასხმასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში განაცხადეს, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. „დადგენილი არიან პირები და მიმდინარეობს შესაბამისი ექსპერტიზები და პროცედურები“, - აღნიშნეს შსს-ში.
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე გირაოთი გაათავისუფლეს
დაჯგუფების წევრები ქალის სახელით ეცნობოდნენ მამაკაცებს, შემდეგ სცემდნენ და ძარცვავდენ - პოლიციამ 7 პირი დააკავა
კახა კალაძე „რიყის დოქების“ შესახებ - დამალულად არაფერი ხორციელდება
გვარამია - ნორმად განმარტების იმ სისტემით, რომელსაც მოსარჩელე გვთავაზობს, ასაკრძალი თავად „ქართული ოცნებაა"
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)