20:40 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-17 14:54:04, 2386 ნახვა

სამართალი
ყაჩაღობისა და ძარცვისთვის ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობასა და ძარცვაში ბრალდებული  ა.ო. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ" და 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 10 ნოემბერს, განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.ო. ქალაქ თბილისში, ერთ-ერთ სტომატოლოგიურ კლინიკაში თავს დაესხა თანამშრომლებს და დანით დაშინებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით მათ თანხა და ოქროს ნივთები მოსთხოვა.

„კლინიკის თანამშრომლებმა ა.ო.-ს წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შემდეგაც იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ  ა.ო.  2017 წლის 9 ნოემბერს, დაახლოებით 15:50 საათზე, ქალაქ თბილისში, სასურსათო მაღაზიაში,  მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მ.კ-ს კუთვნილ მობილურ ტელეფონს.

სამართალდამცველებმა ა.ო. 2017 წლის 11 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ" (ძარცვა) და 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა ჩადენილი ორჯერ ან მეტჯერ ნასამართლევი პირის მიერ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.ო. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics