|
2018-09-17 14:31:16, 693 ნახვა
რეგიონი
შუახევის საჯარო სკოლებში სასწავლო წელი განახლდა
ახალი სასწავლო წლის დაწყება შუახევის საჯარო სკოლის მოსწავლეებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძე და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა მიულოცეს. მიმდინარე წელს, შუახევის საჯარო სკოლაში 160 მოსწავლე, მათ შორის 12 პირველკლასელი ჩაირიცხა. პირველკლასელებს საჩუქრად კომპიუტერები და სახელმძღვანელოების ახალი სრული პაკეტი გადაეცათ.
სახელმძღვნელოების სრული ახალი პაკეტი გადაეცათ ასევე მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს. ხელმძღვანელმა პირებმა დღესვე დაბა შუახევის საჯარო სკოლის პანსიონი დაათვალიერეს და არსებულ პირობებს ადგილზე გაეცნენ, გაესაუბრნენ პედაგოგებსა და დამხმარე პერსონალს. სულ შუახევში 1839 მოსწავლე, 43 საჯარო და საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმიდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის კერძო სკოლაა. მათ სწავლა-განათლებაზე 833 პედაგოგი იზრუნებს. ახალი სასწავლო წლის დასაწყისი საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა მუნციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)