|
2018-09-17 13:46:57, 2384 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი: რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია, ეს შემიძლია, უსასრულოდ გავიმეორო
„საქართველოს გათავისუფლება იყო, არის და იქნება ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრების მთავარი მრწამსი, მიზანი და ოცნება“, - ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მან რუსეთთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და აღნიშნა, რომ ჩრდილოელი მეზობელი აგრესორი და ოკუპანტია. „რუსეთთან ჩემი დამოკიდებულება, თუ ეს კიდევ ასახსნელია, 60 წელზე მეტია უცვლელია. საქართველოს გათავისუფლება იყო, არის და იქნება ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრების მთავარი მრწამსი, მიზანი და ოცნება, ასევე მისი დამოუკიდებლობის, თავისუფლების დაცვა და ვისგან დაცვა, ხომ ვერ მეტყვით, რა თქმა უნდა, რუსეთისგან დაცვა. ემიგრაცია ევროპაში ბოლომდე ატარებდა დამოუკიდებლობის დროშასა და იდეას. ჩემი დაბრუნება, როცა ეს ქვეყანა უკვე დამოუკიდებელი იყო, იყო მიმართული დამოუკიდებლობის გაძლიერებისა და საქართველოს ევროპაში დაბრუნებისკენ, სადაც ყოფნა ეკუთვნის. რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია, ეს შემიძლია, უსასრულოდ გავიმეორო, მეტადრე ჩემი ქართულით ვამბობ, ამას ვამბობ დაბადებიდან. რუსეთი აგრესორი და ოკუპანტი იყო 1801 წელს, როცა დაარღვია მეფე ერეკლეს მიერ დადებული ტრაქტატი; 1921 წელს, როდესაც დაარღვია 1920 წელს აღიარებული საქართველოს სუვერენიტეტი და, რის გამოც ჩემი წინაპრები წამოვიდნენ საქართველოდან და დავიბადე საფრანგეთში. ასევე, რუსეთი აგრესორი და ოკუპანტი იყო 2008 წელს, როდესაც კიდევ ერთხელ დაარღვია ის, რაც შეიძლება, ყველაზე კარგად ვიცი, ყველა საერთშორისო დოკუმენტი და ხელშეკრულება, სადაც რუსეთი აღიარებდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. რაც შეეხება კითხვას, ვინ დაიწყო 2008 წელს ომი, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ომი რუსულმა მხარემ დაიწყო. „საქართველო-რუსეთის ომი ვინ დაიწყო? ცხადია რუსეთმა. ის შემოიჭრა მის მიერ აღიარებულ საქართველოს ტერიტორიაზე ტანკებით და სამხედრო თვითმფრინავებით და არა პირიქით - საქართველო რუსეთის ტერიტორიაზე არასოდეს არ შეჭრილა. ეს არის ისეთი ელემენტარული, ამაზე ვინ შეიძლება დაობდეს. ეს არასოდეს ყოფილა ჩემი სათქმელი და ამაზე არასდროს არ ვმსჯელობდი. არც მე და არც ერთი ქართველი, არ დაუშვებს თქვას, რომ ომი საქართველომ დაიწყო“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)