12:46 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-17 10:48:40, 1299 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე საგზაო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია

თბილისის ყველა ცენტრალურ ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია.

მერიის ინფორმაციით, ბარათაშვილის აღმართზე,  რობაქიძის გამზირზე,  შარტავასა და კოსტავას ქუჩებზე გადაადგილება  თავისუფლად არის შესაძლებელი.  ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელიც შარტავას ქუჩაზე იმყოფებოდა და დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. 

კახა კალაძის თქმით, მოსახლეობისთვის მიცემული მთავარი პირობა, რომ სასწავლო პროცესის დაწყების დღისთვის საგზაო მოძრაობა გაიხსნებოდა, შესრულებულია.

„როგორც მოსახლეობის დავპირდით,  თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ბარათაშვილის აღმართზე,  რობაქიძის გამზირზე,  შარტავასა და კოსტავას ქუჩებზე გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამუშაოები მთლიანად არის დასრულებული. ჩვენ რასაც  დავპირდით მოსახლეობას, რომ  სასწავლო პროცესის დაწყების დროისთვის სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებული იქნებოდა, შევასრულეთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, თბილისის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მთლიანად 20-25 ოქტომბრისთვის დასრულდება.

„გზის  საფარის პირველი ფენა ყველგან დაგებულია და ის ძირითადი, მტკივნეული და რთული სამუშაოები ყველგან დასრულებულია. რობაქიძის გამზირის რეაბილიტაცია  მთლიანად არის დასრულებული და ასფალტის  საბოლოო ფენა უკვე დაგებულია. რაც შეეხება კოსტავა-შარტავას ქუჩებსა და ბარათაშვილის აღმართს, ამ ლოკაციებზე კეთილმოწყობის სამუშაოები გაგრძელდება, რაც გულისხმობს გზაგამყოფების მოწყობას, რომელიც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რჩევით კეთდება. მოეწყობა ავტობუსებისთვის შესაბამისი ზოლები, რომ გადაადგილება უფრო მარტივი, სწრაფი და კომფორტული იყოს. მოეწყობა ახალი ბორდიური, საფეხმავლო და ველობილიკები, გარეგანათების სისტემა. ასევე,  ჰაერში არსებული სადენები მიწის ქვეშ განთავსდება. ყველა ჩამოთვლილ ლოკაციაზე კეთილმოწყობის სამუშაოები მთლიანად 20-25 ოქტომბრისთვის დასრულდება. მთავარი პრინციპული საკითხი იყო ის, რომ სწავლის დაწყების დღისთვის გზა გახსნილიყო და გადაადგილება  თავისუფლად ყოფილიყო შესაძლებელი. ეს დაპირება, რომელიც ჩვენი მხრიდან იყო მიცემული, შესრულებულია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ  მადლობა გადაუხადა სამუშაოებში მონაწილე კომპანიებს და ადგილობრივ მოსახლეობას 24-საათიან რეჟიმში მიმდინარე სამუშაოებით გამოწვეული დისკომფორტის გამო, კიდევ ერთხელ მოუბოდიშა. 

ამასთან, დედაქალაქის მერმა თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროს და აღნიშნა, რომ მოძრაობის დარეგულირებაში საპატრულო პოლიციამ დიდი წვლილი შეიტანა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო კომპანიებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც დღისა და ღამის განმავლობაში მუშაობდა ამ კონკრეტულ ლოკაციებზე. კიდევ ერთხელ მოვუბოდიშებ განსაკუთრებით, ადგილობრივ მოსახლეობას, რომელსაც  24-საათიან რეჟიმში მიმდინარე  სამუშაოების ატანა უწევდა, რაც ნამდვილად რთული იყო.  მადლობას ვუხდი საზოგადოებას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც  საპატრულო პოლიციის მეშვეობით მაქსიმალურად გვეხმარებოდა მოძრაობის დარეგულირებაში. მსგავსი პროექტების განხორციელება ჩვენს დედაქალაქში ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ  გადაადგილება კომფორტული, ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული და ქალაქი  კეთილმოწყობილი იყოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შარტავას ქუჩაზე დედაქალაქის მერთან ერთად,  მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების  საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე და “თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი ლევან ჯღარკავა იმყოფებოდნენ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics