19:10 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-15 11:37:38, 2493 ნახვა

სამართალი
დიღომში 16 წლის მოზარდი ბასრი იარაღით დაჭრეს

დიღომში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან 16 წლის მოზარდი ბასრი საგნით დაჭრეს. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. 

თვითმხილველების თქმით, მოზარდები კარტს თამაშობდნენ, რა დროსაც მათ შელაპარაკება მოუვიდათ. არასრულწლოვანი "იაშვილის სახელობის კლინიკაში" გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც მკურნალმა ექიმმა ნოდარ აფრასიძემ აღნიშნა, პაციენტმა დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა.

"მოყვანილ იქნა 16 წლის ბიჭი, ძლიერი სისხლდენით. მას მიყენებული ჰქონდა ჭრილობა მარცხენა ბარძაყის ზედა ნაწილში. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია", - განაცხადა ექიმმა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებით დაიწყო. 

"დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული რ.ჩ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, დიღმის მასივში, 2002 წელს დაბადებულ შ.ჯ.-ს ბასრი საგნით ფეხის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი არასრულწლოვანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან 3 საათში, ცხელ კვალზე დააკავა.გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics