16:38 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-20 18:50:41, 359 ნახვა

სამართალი
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალიზებული ინსტიტუტი შეიქმნება

18 წლამდე ასაკის პირებისათვის მართლმსაჯულების სპეციალიზებული ინსტიტუტი შეიქმნება.
აღნიშნულს „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ ითვალისწინებს.
კოდექსის ინიციატორების განმარტებით, აღნიშნული ინსტიტუტი ევროპულ სტანდარტებსა და გაერო–ს ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციასთანაა შესაბამისობაში.
ახალი კოდექსი ერთ საკანონმდებლო აქტში აერთიანებს არასრულწლოვანთა პასუხისმგებლობის, ადმინისტრაციული, სისხლის სამართლის პროცესის, სასჯელაღსრულებისა და სხვა საკითხების მარეგულირებელ ნორმებს. ასევე არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის ახალ სტანდარტსა და მექანიზმებს აწესებს.
კოდექსის ამოქმედების შემთხვევაში საქართველოში იქნებიან სპეციალიზებული პოლიციელები, გამომძიებლები, პროკურორები და მოსამართლეები, რომლებიც ბავშვების საქმეებს გამოიძიებენ და განიხილავენ.
უცვლელი რჩება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი რაც ისევ 14 წლით განისაზღვრება.  სისხლის სამართლის დევნასთან მიმართებაში უპირატესობა ენიჭება აღდგენითი მართლმსაჯულების და მედიაციის, აგრეთვე, განრიდების ინსტიტუტებს.
პატიმრობის, როგორც სასჯელის ფორმის გამოყენება არასრულწლოვანთა მიმართებაში მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე იქნება შესაძლებელი და მისი მაქსიმალური ზომა 10–15 წლით განისაზღვრება.
აიკრძალება არასრულწლოვნისათვის უფრო მაღალი სასჯელის და უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდება.
ახალი კოდექსის თანახმად, ეს მიდგომები არასრულწლოვნებისადმი აღარ იქნება დამოკიდებული ბრალდების მხარის კეთილ ნებაზე, პრაქტიკაზე, არამედ წარმოდგენილი იქნება, როგორც ინსტიტუციურად გარანტირებული.
ცნობისთვის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინიციატივით მომზადდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
პაპუაშვილი მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონს და პრორუს დეპუტატებს შეხვდა
ბაზისბანკმა IFC-სგან გამორჩეული პარტნიორობისთვის ჯილდო მიიღო
ნიკა მელიამ მტკიცებულებები უდაო გახადა - საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics