|
2018-09-14 17:07:51, 1338 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაია „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპროექტის საჯარო განხილვას დაესწრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპროექტის საჯარო განხილვას დაესწრო. კანონპროექტის საჯარო განხილვები მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობდა და მისი მიზანი კანონის პროექტის შემდგომი სრულყოფის მიზნით საზოგადოების წარმომადგენელებისაგან მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მიღება იყო. „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია 1996 წელს არის მიღებული და უკვე მრავალი წელია ვერ აკმაყოფილებს სპორტის სფეროში არსებულ თანამედროვე მოთხოვნებს. ახალი კანონის შექმნა მიზნად ისახავს მოსახლეობის ფიზიკური აქტივობისა და სპორტის საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. კანონის პროექტი ემსახურება სპორტის წინაშე არსებულ გამოწვევებზე სათანადო რეაგირებას, მათ შორის ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სასპორტო განათლება და საკადრო უზრუნველყოფა, თანამშრომლობა სპორტულ ორგანიზაციებთან, ინფრასტრუქტურის განვითარება და მისი მართვა, სპორტული მედიცინა და სხვა. „ახალი კანონი არის თანამედროვე და სრულად პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც დღეს ჩვენი ახალგაზრდების წინაშე დგას, განსაკუთრებით აფხაზეთში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ახალი კანონით გათვალისწინებული სიკეთეებით სრულად ისარგებლონ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებმა ახალგაზრდებმაც. ქართველ და აფხაზ სპორტსმენებს შორის ყოველთვის სამაგალითო ურთიერთობა და მეგობრობა იყო. მე დარწმუნებული ვარ, რომ სპორტსმენებს კვლავ მიეცემათ საშუალება რათა თავიანთი წვლილი შეიტანონ შერიგების პროცესში და ერთმანეთის წარმატებებით მომავალშიც ვიამაყებთ“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
(NS)
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)