|
2018-09-14 15:00:05, 725 ნახვა
საზოგადოება
„გირჩი“ სახელმწიფო განათლების სისტემის ალტერნატიულ საგანმანათლებლო პროგრამას წარადგენს
„პარტია „გირჩი“ განათლების სისტემის ფუნდამენტური ცვლილებისთვის იწყებს ბრძოლას“, - ამის შესახებ პარტიის ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ჯაფარიძის განარტებით, სახელმწიფო განათლების სისტემის ალერნატიულ სასწავლო პროგრამას თავისუფალი განათლება ერქმევა. ამასთან, ჯაფარიძის თქმით, ეს პროგრამა არ დაემორჩილება არცერთ სახელმწიფო რეგულაციას და თავისი მიმართულება ექნება. „ჩვენ „გირჩელებს“ გვყავს შვილები, ჩვენ გვიყვარს ჩვენი შვილები და ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ჩვენი შვილები მივანდოთ ამ სისტემას, ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ „გირჩის“ ისტორიაში, ალბათ, ყველაზე მასშტაბურ პროექტს, რომელსაც პირობითი სახელწოდება აქვს - თავისუფალი განათლება და ჩვენ შევქმნით ამ ქვეყანაში არსებული სახელმწიფო განათლების სისტემის ალტერნატიულ განათლების სისტემას. ეს იქნება თავისუფალი განათლების სისტემა“, - აღნიშნა ჯაფარიძემ. ასევე, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, დღეს განათლების მინისტრისა და მთავრობის სხვა წარმომადგენლების მიერ გამართულ პრეზენტაციაზე კარგად გამოიკვეთა ის მთავარი პრობლემები, რომლის წინაშეც განათლების სისტემა დგას. „მთავარი პრობლემა, რომელიც არ ესმის არც პრემიერმინისტრს, არც მთავრობის წევრებს და, მათ შორის, არც განათლების მინისტრს, არის ის, რომ მანამ, სანამ ქვეყანაში არსებობს ერთიანი უნიფიცირებული სისტემა, სადაც ადამიანების, ბიუროკრატების ჯგუფი ერთი სამინისტროს შიგნით წყვეტს, როგორი უნდა იყოს განათლება და რა არის განათლება, როგორც პროდუქტი და ისინი განსაზღვრავენ, როგორ უნდა მოამზადონ ბავშვები მომავლისთვის, რომლის პროგნოზირებაც არავის არ შეუძლია, მანამდე ეს პრობლემები იარსებებს“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძე. ახალ პროექტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალების გაჟღერება ჯაფარიძემ ორშაბათს, 17 სექტემბერს დანიშნულ პრეზენტაციაზე დააანონსა.
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)