|
2018-09-14 14:15:01, 705 ნახვა
საზოგადოება
კამპანია „სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა“ სტარტს 17 სექტემბერს აიღებს - სამოქალაქო კვირეული 10 რეგიონს მოიცავს
17 სექტემბერს, 10:00 საათზე, „ახალ მზიურში“ (მის: მზიური, ჭავჭავაძის ქ. #23) საგზაო უსაფრთხოების მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების კამპანიის „სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა“ პრეზენტაცია გაიმართება. კამპანია იმართება არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ მიერ, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის, საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის და ფოთის პორტის მხარდაჭერით. კამპანიის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და განათლება საგზაო უსაფრთხოების თემაზე, რომლის ფარგლებშიც 17-21 სექტემბერს, საქართველოს რეგიონებში მოეწყობა სამოქალაქო კვირეული. კერძოდ, დაგეგმილია თემატური შეხვედრები საგზაო უსაფრთხოების თემებთან დაკავშირებით. კვირეულის ფარგლებში გადამზადდებიან რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები, რეგიონებში ჩატარდება ტრენინგები მძღოლებისთვის და სამუშაო შეხვედრები მოსახლეობასთან. კვირეული სტარტს 17 სექტემბერს რუსთავში, ბოლნისსა და საგარეჯოში აიღებს და 10 რეგიონს მოიცავს, მათ შორის, კახეთი, რაჭა, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთა -მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო და აჭარა. დამზადდება და რეგიონებში გავრცელდება საინფორმაციო ბეჭდური მასალები. სამოქალაქო კვირეული დასრულდება 21 სექტემბერს, ბათუმსა და ლანჩხუთში. 22 სექტემბერს კი, თბილისში კამპანია შეურთდება ღონისძიებას „დღე ავტომობილის გარეშე“, რომელიც მიზნად ისახავს გარემოს მოფრთხილებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. კამპანია იქნება გადამდები, გამოწვევის ხასიათის და კვირეულის ორგანიზატორები საზოგადოებასა და ბიზნეს კომპანიებს კამპანიაში ჩართულობისკენ მოუწოდებენ, რაც ამ დღეს დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში ნაკლები კერძო ავტომობილის მოძრაობით გამოიხატება. შეგახსენებთ, რომ „დღე ავტომობილის გარეშე“ 2000 წლიდან აქტიურად აღინიშნება ევროპასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მიზნად ისახავს ქალაქის ცენტრალურ უბნებში ნაკლები კერძო ავტომობილის მოძრაობით გარემოს მოფრთხილებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. მოქალაქეები ამ დღეს თავს იკავებენ პირადი ავტომობილით სარგებლობისგან, გადაადგილდებიან ფეხით ან იყენებენ ალტერნატიულ და ჯანსაღ ტრანსპორტს - ველოსიპედს ან საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა საშუალებებს. სამოქალაქო კვირეულს ფინანსურ მხარდაჭერას უწევს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტი.
(NS)
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)