|
2018-09-13 19:31:47, 1180 ნახვა
საზოგადოება
მიმინოშვილი: მესმის, რომ სისტემაში ცვლილებების წამოწყება ახალ მინისტრს თავის გუნდთან ერთად სურს
„საქმის კეთებისას გუნდურობას ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი და, შესაბამისად, მესმის, რომ სისტემაში ცვლილებების წამოწყება ახალ მინისტრს თავის გუნდთან ერთად სურს“, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი, Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. იგი მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ მინისტრთან არანაირი უთანხმოება არ ჰქონია. „ყოველთვის მიმაჩნდა, რომ მხოლოდ მაშინ შეიძლება გაუძლო სირთულეებს, თუ საქმე, რომელსაც აკეთებ, ძალიან გიყვარს. ჩემმა კოლეგებმა და მეგობრებმა კარგად იციან, რომ „ნაეკი“ ჩემთვის მხოლოდ სამსახური არასოდეს ყოფილა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საკუთარი მიღწევებითა თუ სირთულეებით, მისი ყველა პროექტი ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი, ალბათ უმთავრესი ეტაპი იყო და, ცხადია, ორგანიზაციის, მისი საქმიანობის მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული ემოციური დამოკიდებულება მექნება. სწორედ ამიტომ მივცემ თავს უფლებას და ვიტყვი: ვიყავი და ყოველთვის ვიქნები „ნაეკის“ ყველაზე დიდი გულშემატკივარი. მიხარია, რომ მე და ჩემმა კოლეგებმა შევძელით ორგანიზაციის შექმნა, რომელიც ნებისმიერი ხელმძღვანელის პირობებში წარმატებით გაართმევს თავს ძველ და ახალ ამოცანებს. დავნერგეთ სისტემა, რომლის ობიექტურობა თუ ეფექტიანობა ერთი ან რამდენიმე ადამიანის სურვილსა და კეთილსინდისიერებაზე არ არის დამოკიდებული. მესამე დღეა თითქმის ყველა მედიასაშუალება მთხოვს განმარტებას, თუ რა გახდა, ჩემი აზრით, მინისტრის გადაწყვეტილების მიზეზი. ვეცდები მოკლედ და გულწრფელად გიპასუხოთ: ცხადია, ჩვენს შორის არანაირი უთანხმოება ან აზრთა სხვადასხვაობა არ ყოფილა, ეს შეუძლებელიც იქნებოდა, რადგან ერთად მუშაობა ვერც მოვასწარით. ამასთან, ვფიქრობ, საკადრო ცვლილებებში დრამატული არაფერია. საქმის კეთებისას გუნდურობას ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი და, შესაბამისად, მესმის, რომ სისტემაში ცვლილებების წამოწყება ახალ მინისტრს თავის გუნდთან ერთად სურს. ამ რთულ საქმეში წარმატება მინდა ვუსურვო! ეს ქვეყანას, საზოგადოებას ძალიან სჭირდება. და ბოლოს, ჩემს მეგობრებს, ჩემს კოლეგებს, ჩემს „ნაეკელებს“ მინდა მივმართო: სწორედ თქვენ ხართ ამ ორგანიზაციის ძლიერი მხარე. თქვენმა ფასდაუდებელმა გამოცდილებამ, საქმისადმი ერთგულებამ და პროფესიონალიზმმა შექმნა „ნაეკი“ და ეს იქნება მისი ყველა მომდევნო წარმატების უპირობო გარანტი! გმადლობთ მეგობრობისა და თანამშრომლობისათვის!“, - წერს მაია მიმინოშვილი.
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)