11:57 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-13 17:14:56, 696 ნახვა

საზოგადოება
ჭაბუკიანის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა

კოსტავასა და შარტავას ქუჩების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ჭაბუკიანის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა. ქუჩაზე შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და დაიგო ასფალტის საფარის ქვედა ფენა. 

ჭაბუკიანის ქუჩაზე განხორციელებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ადგილზე გაეცნო. 

მისი თქმით, 15 სექტემბრამდე ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების პირველი ნაწილი დასრულდება, მეორე ეტაპის სამუშაოები კი ღამის საათებში განხორციელდება, რათა ტრანსპორტის მოძრაობა არ შეფერხდეს. 

„ამ წუთისთვის ჭაბუკიანის ქუჩაზე დასრულებულია სამუშაოები და მოძრაობა გაიხსნა. როგორც დაგპირდით, 15 სექტემბრისთვის ამ კონკრეტულ ლოკაციებზე პირველი ფენა ანუ მოასფალტება იქნება დასრულებული, გზები გახსნილი და გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი. მეორე ეტაპზე იქნება საბოლოო სამუშაოები, მოასფალტება - მეორე, მესამე ფენა. ეს სამუშაოები ღამის საათებში განხორციელდება, რათა მძღოლებს და მოსახლეობას დისკომფორტი არ შევუქმნათ. ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელების დროს საცობების თავიდან აცილება შეუძლებელია, ყველა ქვეყანაში ასე ხდება და ჩვენც ვერანაირად ვერ შევძლებდით, რომ ეს ყველაფერი აგვეცილებინა. მოსახლეობას ძალიან დიდი მადლობა თანადგომისთვის, მოთმინებისთვის, მაგრამ ამ პროექტების გარეშე შეუძლებელი იმის მიღწევა, რაც თითოეულ ჩვენგანს გვინდა - რომ ჩვენი ქალაქი იყოს მოწესრიგებული,  ინფრასტრუქტურა - გამართული, ხოლო გადაადგილება - კომფორტული და სწრაფი“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისი თქმით, სრული რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, შეიცვლება ბორდიურები, გარე განათების ბოძები და სანათები, ხოლო მიწისზედა სადენები მიწის ქვემოთ ჩავა.  

კოსტავას, შარტავასა და მიმდებარე ქუჩებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, ჭაბუკიანის ქუჩაზე მოძრაობის აღდგენის პარალელურად, დღესვე, 22:00 საათიდან 15 სექტემბრამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება ანა კალანდაძის (ყოფილი ბულაჩაურის) ქუჩაზე. შესაბამისად, 26 მაისის მოედნიდან პეკინის გამზირის მიმართულებით, ავტობუსები მოძრაობას გააგრძელებენ კოსტავას ქუჩაზე და სააკაძის მოედნისა და ჭაბუკიანის ქუჩის გავლით, პეკინის გამზირს დაუკავშირდებიან. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics