2018-09-13 12:23:23, 5779 ნახვა
მსოფლიო
ჩეხეთი საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანს
ჩეხეთი ისრაელში მდებარე საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანს, - ამის შესახებ AFP იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება ჩეხეთის მთავრობამ მიიღო.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საელჩოს გადატანა სამ ეტაპს მოიცავს: პირველი ნაბიჯი იერუსალიმში ჩეხეთის საკონსულოს გახსნა იქნება.
მედიის ცნობით, საკონსულოს ჩეხეთის ლიდერი მილოშ ზემანი ნოემბერში გახსნის.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 6 დეკემბერს საკუთარი საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში აშშ-მ გადაიტანა.
ავტორი: ,