16:38 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-20 18:34:19, 424 ნახვა

სამართალი
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისათვის სპეციალური კოდექსი შეიქმნა

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისათვის სპეციალური კოდექსი შეიქმნა. ინოვაციური პროექტი, რომელიც იუსტიციის  მინისტრის ინიციატივით მომზადდა,  სისხლის სამართლის  სისტემის  რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს  სხდომაზე  დღეს განიხილეს.  ღონისძიებას, სისხლის სამართლის სისტემის  რეფორმის  უწყებათაშორისი   საკოორდინაციო  საბჭოს წევრების გარდა,  საქართველოს აღმასრულებელი,  საკანონმდებლო და სასამართლო ხელიდუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი  ორგანიზაციების  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი  18 წლამდე ასაკის  მოზარდებისთვის  სპეციალიზებული,  ევროპული სტანდარტებისა  და გაერო-ს  ბავშვთა უფლებების  დაცვის  კონვენციასთან  შესაბამისობაში მოყვანილი  მართლმსაჯულების  სისტემის შექმნას ითვალისწინებს. მისი მთავარი სიახლე  18 წლამდე  ასაკის პირებისთვის  მართლმსაჯულების  სპეციალიზებული  ინსტიტუტის შექმნაა. ამ კოდექსის  ამოქმედების შემდეგ,  საქართველოში სპეციალიზებული პოლიციელები, გამომძიებლები, პროკურორები და მოსამართლეები იქნებიან,  რომლებიც ბავშვების საქმეებს გამოიძიებენ და განიხილავენ,  რასაც სახელმწიფოებს  ბავშვთა უფლებების  კონვენციის  მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი ავალდებულებს.

ახალი კოდექსი ერთ საკანონმდებლო აქტში აერთიანებს  არასრულწლოვანთა პასუხისმგებლობის, ადმინისტრაციული,  სისხლის სამართლის პროცესის,  სასჯელაღსრულებისა და სხვა   საკითხების  მარეგულირებელ ნორმებს და  არასრულწლოვანთა უფლებების  დაცვის ახალ სტანდარტსა და  მექანიზმებს აწესებს.

უცვლელი რჩება   სისხლის სამართლის  პასუხისმგებლობის  მინიმალური ასაკი, რაც ისევ 14 წლით განისაზღვრება. სისხლის სამართლის დევნასთან  მიმართებაში უპირატესობა ენიჭება  აღდგენითი მართლმსაჯულების  და მედიაციის, აგრეთვე, განრიდების ინსტიტუტებს. პატიმრობის,  როგორც სასჯელის ფორმის,  გამოყენება  არასრულწლოვანთან  მიმართებაში მხოლოდ  უკიდურესი აუცილებლობის  შემთხვევაში, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე იქნება  შესაძლებელი და მისი  მაქსიმალური  ზომა 10-15 წლით განისაზღვრება.

იკრძალება არასრულწლოვანისათვის უფრო მაღალი სასჯელის  და უვადო  თავისუფლების  აღკვეთის შეფარდება. ეს მიდგომები არასრულწლოვნებისადმი  აღარ იქნება დამოკიდებული ბრალდების მხარის  კეთილ ნებაზე, პრაქტიკაზე, არამედ  წარმოგვიდგება, როგორც ინსტიტუციურად  გარანტირებული.

ახალი კოდექსის მიხედვით, ბრალის წარდგენიდან  წინასასამართლო  სხდომამდე ბავშვისთვის  პატიმრობის  ვადა 60-დან 40 დღემდე მცირდება. ნასამართლობის მოხსნა კი,  სასჯელის  მოხდენისთანავე მოხდება. თუმცა, თუ ადრე  გასამართლებული არასრულწლოვანი დანაშაულს  გამეორებით ჩაიდენს,  სასჯელის დანიშვნის დროს მისი  ნასამართლობა მხედველობაში  მიიღება. შესაბამისად, კოდექსის  მთავარი მიზანი, არასრულწლოვნებისთვის  რესოციალიზაციის  შანსის მიცემაა.

ასევე, პატიმრობაში მყოფი  არასრულწლოვანისთვის, ბრალდებულად ყოფნის ვადა 9-დან 6 თვემდე  მცირდება. ამასთან, ბავშვებთან მიმართებაში მოწმის დაკითხვის ახალი წესი იმოქმედებს. რაც შეეხება სასჯელის მოხდის პირობებს,  კოდექსის თანახმად, არასრულწლოვანი ბრალდებული  არ შეიძლება  განთავსდეს სრულწლოვანთან  ერთად არათუ ერთ საკანში, არამედ ერთ დაწესებულებაშიც კი.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროექტი იუსტიციის სამინისტრომ სხვა უწყებებთან თანამშრომლობით, ქართველთა და უცხოელი ექსპერტების, ეროკავშირისა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის („UNICEF“ -ს) რეკომენდაციების  საფუძველზე, ევროკავშირის პროექტის-„სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“-მხარდაჭერით მოამზადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
პაპუაშვილი მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონს და პრორუს დეპუტატებს შეხვდა
ბაზისბანკმა IFC-სგან გამორჩეული პარტნიორობისთვის ჯილდო მიიღო
ნიკა მელიამ მტკიცებულებები უდაო გახადა - საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics