|
2018-09-13 10:49:21, 802 ნახვა
საზოგადოება
15 სექტემბერს კამპანიას „დავასუფთავოთ მსოფლიო“ საქართველოც უერთდება
15 სექტემბერს, მსოფლიოში მილიონობით ადამიანი კამპანიაში „დავასუფთავოთ მსოფლიო“ ერთვება. ღონისძიებას უერთდება საქართველოც. 15 და 16 სექტემბერს, დასუფთავების მასშტაბური აქციები ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება „შევამციროთ პლასტმასით დაბინძურება“ წლევანდელი წლის კამპანიის მოწოდებაა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ, 15 სექტემბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების და ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა. „კამპანიას „დავასუფთავოთ მსოფლიო“ საქართველოც უერთდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ყველა რეგიონში მასშტაბურ აქციებს ახორციელებს. "მნიშვნელოვანია, მოსახლეობის ჩართულობა, მათი ცნობიერების ამაღლება, უნარ-ჩვევების შეცვლა და გააზრება, რომ გარემოზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ. როგორც შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, მოლი ლიენმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო კამპანიას „დავასუფთავოთ მსოფლიო“ შეუერთდა. „ამ პროექტის განხორციელებაში, შვედეთის მთავრობა საქართველოს გვერდითაა. შვედეთშიც ტარდება ანალოგიური კამპანიები. მინდა აღვნიშნო, რომ ამაყი ვარ იმით, რომ საქართველოში გარემოსდაცვითი არაერთი ორგანიზაცია აქტიურადაა ჩართული ღონისძიებაში“, - განაცხადა მოლი ლიენმა. „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ თანათავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ მოქალაქეებს 15-16 სექტემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილ ღონისძიებებში ჩართვისკენ მოუწოდა. კამპანია საქართველოში, შვედეთის მთავრობისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ინიციატივით ხორციელდება. ღონისძიებაში ერთვებიან საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საერთაშორისო კამპანიის Let’s Do IT საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაცია „კავკასიის ახალგაზრდული კავშირი“ და CENN–ის პროგრამა „ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში“, ფაზა II, (WMTR II), რომელსაც მხარს უჭერს USAID.
(NS)
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)