|
2018-09-12 23:24:34, 4525 ნახვა
საზოგადოება
დააინფიცირა თუ არა C ჰეპატიტით ლაბორანტმა 6 წლის ბავშვი ორ დღეში გახდება ცნობილი
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში C ჰეპატიტით დაინფიცირებულმა ლაბორანტმა 6 წლის ბავშვს სისხლის ანალიზი იმ ნემსით აუღო, რომელიც მას ხელში შეერჭო. მცირეწლოვნის დედამ ანალიზის აღების შემდეგ ექთნის ხელზე სისხლი შენიშნა და ლაბორანტისგან მოითხოვა, რომ გამოეკვლია, იყო თუ არა ის რომელიმე ინფექციური დაავადების მატარებელი. კვლევებით ლაბორანტს აქტიური C ჰეპატიტი დაუდასტურდა. როგორც "ექსპრესნიუსს" ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მედდამ უსაფრთხოების ნორმები არ დაიცვა და ის კლინიკიდან გაათავისუფლეს. რაც შეეხება ბავშვს, მის კვლევაზე და დაკვირვებაზე პასუხისმგებლობას კლინიკა აიღებს. „მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვი C ჰეპატიტით დაინფიცირდა. ამაზე საუბარი ჯერ არ შეიძლება, რადგან დაინფიცირების შანსი არის ძალიან მცირე - 0,001 პროცენტი. ამჟამად ბავშვს ჩატარებული აქვს მაღალტექნოლოგიური გამოკვლევა და შედეგები იქნება რამდენიმე დღეში. სწორედ ამის შემდეგ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, არის თუ არა ის დაინფიცირებული. რაც შეეხება შემთხვევას, რა თქმა უნდა სამედიცინო პერსონალის მხრიდან გადაცდომას ადგილი ნამდვილად ჰქონდა. შიდა მოკვლევის შედეგად ეს გადაცდომა დადგინდა და მოხდა მყისიერი რეაგირება, აღნიშნული თანამშრომელი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი არასწორად ჩატარებული სამედიცინო სერვისის გამო ბავშვის კვლევებზე მეურვეობას იღებს“, - განაცხადეს ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)