19:54 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-12 23:09:08, 1579 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა ესტონეთის პრეზიდენტი მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა თბილისში სამუშაო ვიზიტად მყოფი ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი სასახლეში მიიღო. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ესტონეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა პირადად მას საქართველოს მიმართ გამოხატული მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის.

"ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემთვის პატივია და მოხარულები ვართ საქართველოში თქვენი კიდევ ერთხელ სტუმრობის გამო. ნება მომეცით, მთელი გულით გამოვხატო თქვენდამი მადლიერება ჩემი ქვეყნისადმი ასეთი ძლიერი წვლილისა და მტკიცე მხარდაჭერისათვის.

თქვენ ხართ ნათელი, მკაფიო, თამამი და წრფელი ხმა ყველა ამ მსჯელობისას. მე მესმის თქვენი მტკიცე პოზიცია საქართველოს ოკუპაციასთან, კონკრეტულად კი ტერმინ "ოკუპაციასთან" დაკავშირებით. ვიტყოდი, რომ საქართველომ იცის და პატივს სცემს თქვენს სიმამაცესა და მყარ პოზიციას. ქალბატონო პრეზიდენტო, გმადლობთ თქვენი გამორჩეული მეგობრობისა და მტკიცე მხარდაჭერისათვის“, - განაცხადა შეხვედრის დაწყებისას საქართველოს პრეზიდენტმა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო - ესტონეთის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე, რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებზე, რუსული ოკუპაციის შედეგებზე, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკასა და ამ მიმართულებით ესტონეთის მხარდაჭერაზე ისაუბრეს. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო აფასებს ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. პრეზიდენტი კალიულაიდი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს ყველა საერთაშორისო ფორუმზე მკაფიოდ აფიქსირებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics