19:54 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-12 18:06:42, 1563 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - აგრესორი იყო რუსეთი, თუმცა კრემლის სცენარი წინა ხელისუფლების უგუნური ქმედებების გარეშე ვერ განხორციელდებოდა

„2008 წელს, რა თქმა უნდა, ომის დამწყები, აგრესორი იყო რუსეთის ფედერაცია, ყველაფერი წარიმართა რუსული სცენარის შესაბამისად“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, მას ჰქონდა საუბარი სალომე ზურაბიშვილთან, რომლის დროსაც ერთიან მიდგომაზე შეჯერდნენ.

„ობიექტური მიზეზების გამო, უშუალოდ, ეს განცხადება არ მომისმენია, თუმცა მე მქონდა, თავის დროზე, საუბარი ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან ამ საკითხთან დაკავშირებით და ამ საუბრის დროს შევჯერდით ერთიან მიდგომაზე და ეს მიდგომა მდგომარეობს იმაში, რომ 2008 წელს, რა თქმა უნდა, ომის დამწყები, აგრესორი იყო რუსეთის ფედერაცია, ყველაფერი წარიმართა რუსული სცენარის შესაბამისად. ეს იყო კრემლში დაწერილი სცენარი, თუმცა, ამავე დროს, ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ეს სცენარი ვერ განხორციელდებოდა იმ, ასე ვთქვათ, შეცდომების და უგუნური ქმედებების გარეშე, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტის და ხელისუფლების მხრიდან. ეს იყო ჩვენი მიდგომა, რაზეც ვისაუბრეთ და იმედი მაქვს, რომ ამ მიდგომაზე, საბოლოოდ, შევჯერდებით. კონკრეტულად განცხადება არ მომისმენია, თუმცა ვიცი ქალბატონი სალომეს დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics