|
2018-09-12 17:57:52, 870 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ისრაელის თავდაცვის მინისტრი ეწვია
საქართველოში ვიზიტით პირველად იმყოფება ისრაელის თავდაცვის მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი. უცხოელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დღეს ლევან იზორიამ უმასპინძლა. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე ისრაელისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეზერვის სისტემის განვითარების, კიბერუსაფრთხოების სფეროში გამოცდილების გაზიარებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების კუთხით. შეხვედრის დასრულების შემდეგ ლევან იზორიამ და ავიგდორ ლიბერმანმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი, რომელიც ლევან იზორიას განცხადებით, ისტორიული დოკუმენტია და ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას ითვალისწინებს. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ქართულ მხარეს თბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა და ქართულ-ებრაული ურთიერთობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მან მზადყოფნა გამოთქვა, საქართველოს თავდაცვის უწყებას რეზერვის სისტემის განვითარებასა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით გამოცდილება გაუზიაროს. თავდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მოედანზე გვირგვინით შეამკო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი. ვიზიტის ფარგლებში ავიგდორ ლიბერმანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს შეხვდება.
(NS)
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)