19:54 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-12 14:35:20, 1260 ნახვა

პოლიტიკა
ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის სტრატეგიას ევროკავშირსა და ნატოსთან მიმართებაში წარმატებულად აფასებს

საქართველო არის აღმოსავლეთ პარტნიორობის წამყვანი ქვეყანა და ესტონეთი მომავალშიც განაგრძობს მის მხარდაჭერას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.

ესტონეთის პრეზიდენტმა წარმატებულად შეაფასა საქართველოს მთავრობის სტრატეგია ევროკავშირსა და ნატოსთან მიმართებაში. ხაზი გაესვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ქართველი ხალხის ცივილიზაციური არჩევანია და ისაუბრა ევროკავშირში გაწევრიანების საგზაო რუკის შემუშავების პროცესის მიმდინარეობაზე. მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ამ პროცესში ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერას აფასებს.

ყურადღება გამახვილდა განათლების სფეროში დაგეგმილ რეფორმებზე. ქართულმა მხარემ გამოთქვა დაინტერესება, გაიზიაროს ესტონეთის გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და ციფრული ტექნოლოგიები. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ განათლების რეფორმა, ციფრული ტრანსფორმაცია და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტია, ვინაიდან ეს ეკონომიკის განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.

საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც კონფლიქტის შედეგად გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას და განათლებაზე, ჯანდაცვასა და კომერციულ საქმიანობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

ესტონეთის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რისთვისაც პრემიერ-მინისტრმა მას მადლობა გადაუხადა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics