19:21 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-11 19:34:16, 1266 ნახვა

პოლიტიკა
იზორია: საქართველო ჩართულია საერთაშორისო უსაფრთხოების სტრატეგიაში

ჯონ მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე - „მსოფლიო თავდაყირა 2018“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას სიტყვით გამოსვლა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ლევან იზორიამ უსაფრთხოების სფეროში საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი საკითხები ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში ხაზგასმით არის გამოყოფილი.

 „ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში ნათლად არის გამოყოფილი სამი ძირითადი საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. ესენია: აშშ-სგან საქართველოს იარაღით მომარაგება, ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა“, - აღნიშნა იზორიამ.

ლევან იზორიას განცხადებით, საქართველო საერთაშორისო უსაფრთხოების სტრატეგიაშია ჩართული და მნიშვნელოვანია ამ კუთხით გამოცდილების გაზიარება: „ჩვენ ჩართულები ვართ საერთაშორისო უსაფრთხოების სტრატეგიაში, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ ქვეყნებს, რომლებსაც რუსეთის მხრიდან საფრთხე ემუქრებათ“.

საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზეც ისაუბრეს. ლევან იზორიას განცხადებით, მნიშვნელოვანია სტრატეგიული მზაობა გვქონდეს.

„რაც შეეხება გლობალურ უსაფრთხოებას და რუსეთიდან წამოსულ საფრთხეებზე ადეკვატურ რეაგირებას, ჩვენ - ნატოს მოკავშირეებმა და პარტნიორებმა უნდა გავაძლიეროთ ჩვენი პოზიცია იმისთვის, რომ მზად ვიყოთ ამ საფრთხეებზე რეაგირებისთვის. ამას უკვე ვაკეთებთ ნატოსთან და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან ერთად“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ლევან იზორიამ ყურადღება თავდაცვის უწყებაში ჩატარებულ და მიმდინარე რეფორმებსა და სამხედრო სწავლებებზეც გაამახვილა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics