|
2018-09-11 16:06:43, 596 ნახვა
საზოგადოება
სლოვენიელი სპეციალისტები სკრინინგ ცენტრის ექიმებისთვის ძუძუს კიბოს სკრინინგის კურსს ატარებენ
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ორგანიზებით ეროვნული სკრინინგ ცენტრის სამედიცინო და ადმინისტრაციული პერსონალისთვის სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოში ერთკვირიანი ტრენინგ-კურსი - სარძევე ჯირკვლის რენტგენოგრაფიული გამოსახულების ხარისხი და უსაფრთხოება (National Training Course on Quality and Safety in Breast Imaging) ტარდება. სატრენინგო კურსს ატარებენ სლოვენიაში ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამის ხელმძღვანელი და წამყვანი რადიოლოგი, მედიცინის დოქტორი მაქსიმილიან კადივეცი, სლოვენიაში ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე, რადიოლოგი, მედიცინის დოქტორი ქრისტინა ჰერტლი, რადიოგრაფერი, ძუძუს პოზიციონირებისა და ხარისხის კონტროლის ტრენერი ვერონიკა კუტნარი. ტრენინგის გახსნაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ, სლოვენიის ძუძუს კიბოს სკრინინგის ხელმძღვალემა მაქსიმილიან კადივეცმა, სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა ვასილ გედევანიშვილიმა და დავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სახელმწიფო პროგრამების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა “დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის “ სახელმწიფო პროგრამის კოორდინატორმა ლიანა მგალობლიშვილმა. გამომსვლელებმა სკრინინგის პროგრამის მნიშვნელობაზე, განვითარების პერსპექტივებსა და ამ მხრივ ევროპული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. თავის მხრივ სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ და სამედიცინო სამსახურის უფროსმა თამარ სხირტლაძემ ცენტრის მუშაობის სპეციფიკაზე, საქართველოში ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამის თავისებურებებზე, ცენტრში არსებულ ხარისხის კონტროლზე, განსაკუთრებულ კლინიკურ შემთხვევებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. სლოვენიელმა სტუმრებმა ეროვნულ სკრინინგ ცენტრთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს და თანამედროვე მეთოდების, პრაქტიკისა და ინოვაციური მიდგომების ურთიერთგაზიარების თვალსაზრისით ერთმანეთს მხარდაჭრა აღუთქვეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)