19:21 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-11 13:01:59, 891 ნახვა

პოლიტიკა
„ვინ არის თქვენი ბოსი?“ - ბახტაძეს Financial Times-ის ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწია

“შეიძლება პირდაპირ გკითხოთ, თქვენ ანგარიშვალდებული ხართ ივანიშვილთან? ვინ არის თქვენი ბოსი, ამ კითხვით მიმართა Financial Time-ის ანალიტიკოსმა ედუარდ ლუსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე “მსოფლიო თავდაყირა 2018”.
მამუკა ბახტაძის თქმით, ის ანგარიშვალდებულია იმ ხალხის წინაშე, ვინც არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცეს.

“მე ვარ ანგარიშვალდებული ქართველი ხალხის და საზოგადოების წინაშე. ყველაფერი დანარჩენი პოლიტიკური სპეკულაციებია. საუკეთესო პასუხი რეალური სტატისტიკა და რეალური ციფრებია, ჩვენი დემოკრატიის ინტერესი არ არის, შევადაროთ, არ იყო წარსულში და რა გვაქვს დღეს, პროგრესი დიდია და მიღწევებიც ბევრია, მაგრამ მომავალზე ფიქრი უნდა გავაგრძელოთ, უნდა მოვახდინოთ მთავრობის, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების კონსოლიდირება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ანალიტიკოსმა საქართველოში არსებული მმართველობა ოლიგარქიის მაგვარად შეაფასა და პრემიერს ჰკითხა, ხომ არ აყენებს ეს ქართულ დემოკრატიას ჩრდილს:

„ბევრი მიზეზის გამო გეტყვით, რომ არ არის ოლიგარქიული სიტუაცია, ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელია და თავმჯდომარეა. მან მოიგო არჩევნები 2012 წელს, საუკეთესო პასუხი თუ რა დიდი ცვლილება მოუტანა ამ არჩევნებზე ქვეყანას, საერთაშორისო რეიტინგებია, როგორი გაუმჯობესდა ჩვენი პოზიცია ყველა მიმართულებით, მედიაპლურალიზმის, ადამიანის უფლებების, კერძო სექტორის, ბიზნესის დაცვის, გამჭვირვალეობის თვალსაზრისით. ეს კონკრეტული მიღწევებია. ჩვენ დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ჭეშმარიტი დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის სწორ გზაზე ვართ“,- აღნიშნა მამუკა ბახტაძე.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics