10:55 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-10 17:57:28, 1059 ნახვა

საზოგადოება
ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტთან საპროტესტო აქციას მართავენ

პარლამენტის შენობასთან ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე და პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი აქციას მართავენ.

როგორც აქციის დაწყებამდე ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მათი მთავარი მოთხოვნა სამართლიანობის აღდგენაა.

მანვე დასძინა, რომ აქცია არ არის პოლიტიკური, თუმცა მასში მონაწილეობა ყველა პოლიტიკოსს შეუძლია.

„ყველა, ვინც ხელი დააფარა ამ საქმეს, პასუხისგებაში უნდა მიეცეს. უფრო კონკრეტულად აქციის მსვლელობისას ვისაუბრებთ. დღეს ხელს აფარებენ მკვლელებს და საქმის გამყალბებლებს. ეს არ არის პოლიტიკოსების აქცია, ეს არის შვილმოკლული მშობლების აქცია. პოლიტიკოსებს შეუძლიათ შემოგვიერთდნენ როგორც თანამოქალაქეები. მთავარი მოთხოვნაა სამართლიანობის აღდგენა. აქციები გაგრძელდება იქამდე, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება“, - განაცხადა სარალიძემ.

აქციის დაწყებამდე კომენტარი მალხაზ მაჩალიკაშვილმაც გააკეთა. ის ისევე როგორც სარალიძე, სამართლიანობის აღდგენას ითხოვს და მისი შვილის მკვლელის დასჯაზე საუბრობს.

„მთავარი მოთხოვნა იქნება, დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ არიან ამ საქმეში ჩარეული. ხმამაღლა ვიტყვი - ამ ტერაქტში არიან გარეული ეს ადამიანები. მათ ხელები სისხლში აქვთ ამოთხვრილი. ესენი არიან ვახტანგ გომელაური და სპეცრაზმელი გოგაშვილი“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შვილმოკლული მამების მხარდამჭერები იკრიბებიან. ადგილზე ცოტა ხნის წინ "ევროპული საქართველოს" ლიდერები მივიდნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics