10:25 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-10 17:23:26, 1670 ნახვა

საზოგადოება
მაია მიმინოშვილი და თამარ სანიკიძე თანამდებობიდან გათავისუფლდნენ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი და განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი თამარ სანიკიძე თანამდებობიდან გათავისუფლდნენ.

ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"განათლების ხელმისაწვდომობის და ხარისხის არსებითი ზრდა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია კონკურენტუნარიანი განათლების სისტემის შექმნა, თანამედროვე მოთხოვნებზე მორგება, რისთვისაც იგეგმება ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა. შესაბამისად ამ პროცესს ახალი ენერგია, ახალი ხედვები და ახალი საკადრო პოლიტიკა სჭირდება. სწორედ ამის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილებები და თანამდებობას ტოვებენ: მინისტრის მოადგილეები თემურ მურღულია და ლია გიგაური. ასევე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი", - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

შეგახსენებთ, მაია მიმინოშვილი გამოცდების ეროვნულ ცენტრს 2002-2007 წლებში ხელმძღვანელობდა. 2007 წელს იგი განათლებისა და მეცნიერების მინისტრად, თუმცა 2008 წლიდან კვლავ გამოცდების ეროვნულ ცენტრს ხელმძღვანელობს.

რაც შეეხება თამარ სანიკიძეს, იგი 2012-2013 წლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე იყო, ხოლო 2013-2016 წლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. ამის შემდეგ იგი დღემდე განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი იყო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics