19:21 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-10 13:46:15, 1107 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

პირისპირ გამართული შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებზეისაუბრეს, ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროში საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობას. ნიკოლ ფაშინიანმასაქართველოს პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ მისი ოფიციალურივიზიტი სომხეთში ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას. 

მამუკა ბახტაძემ სომხეთის პრემიერ-მინისტრს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოშიგანხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომგადაიდგმება არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის ტრანსფორმაციას და ეკონომიკის სწრაფგანვითარებას ისახავს მიზნად. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ქვეყნის ევროპულ დაევროატლანტიკურ მისწრაფებებს და აღნიშნა, რომ ევროპული ინტეგრაცია ქართველი ერის ცივილიზაციურიარჩევანია.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში ორი ქვეყნის მთავრობის წევრებისმონაწილეობით გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა. 

მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებისპოტენციალზე ისაუბრეს, განიხილეს ასევე ტურიზმისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები. 

ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, მეგობრებს წარმატებული რეფორმების გამოცდილება გაუზიაროს. 

გაფართოებული ფორმატის შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგივოლსკი და "საქართველოს რკინიგზის" ხელმძღვანელი დავით ფერაძე დაესწრნენ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics