19:21 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-10 13:35:10, 1029 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე: არ დავუშვათ საქართველოში სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება

„ოპოზიცია უკვე ვალდებულია მოიგოს ეს არჩევნები. არ დავუშვათ, საქართველოს ყავდეს პრეზიდენტი, რომელიც აზიანებს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე „ქართული ოცნების“ მიერ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერას.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, მმართველმა გუნმდა მხარი დაუჭირა პოლიტიკოსს, რომელიც საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებაში ადანაშაულებს.

„ამ არჩევანით „ქართულმა ოცნებამ“ დააფიქსირა, რომ დღევანდელი ხელისუფლება მხარს უჭერს ადამიანს, პოლიტიკოსს რომელსაც არაერთგზის ღიად და საჯაროდ აქვს განცხადებული, რომ საქართველო არის აგრესორი და ყავს დადანაშაულებული საკუთარი ქვეყანა ჩვენივე ტერიტორიაზე ომის დაწყებაში. ამ არჩევანით „ქართულმა ოცნებამ“ წაშალა გამყოფი ხაზი რომელიც აქამდე გადიოდა პარტიულ სიმპატიაზე და პარტიულ ინტერესზე. დღეს წყალგამყოფი აღარ არის პარტიული სიმპატია, დღეს წყალგამყოფი არის ქართული სახელმწიფოს ინტერესი. გვინდა თუ არა ქართველებს, პრეზიდენტი იყოს ადამიანი რომელიც ჩვენ საკუთარ სამშობლოს აცხადებს აგრესორად და აბრალებს ომის დაწყებას. ამ გადაწყვეტილებით შეიცვალა პოლიტიკური რეალობა და პოლიტიკური ლანდშაფტი. ამიტომ მინდა მივმართო პირველ რიგში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს: ჩვენ შორის შეიძლება იყოს ძალიან დიდი პარტიული და პოლიტიკური განსხვავებები, მაგრამ ჩვენ ყველა ვართ ქართველები, ამ ქვეყნის მოქალაქეები და მხოლოდ ამის შემდეგ ვეკუთვნით სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს, მე ეჭვი არ მეპარება თქვენს პატრიოტიზმში და იმედი მაქვს, რომ თქვენთვის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისთვის პირველ ადგილას ყოველთვის იდგება საქართველო და არა პარტია და არა „ქართული ოცნება“ და ხელისუფლება. მინდა მივმართო სხვა ოპოზიციურ კანდიდატებს ვინც დარეგისტრირებულია ამ არჩევნებში: „ქართული ოცნების“ გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ ოპოზიცია უბრალოდ ვალდებულია მოიგოს ეს არჩევნები, იმიტომ რომ ჩვენი ყველას ვალდებულებაა არ დავუშვათ საქართველოს ყავდეს პრეზიდენტი რომელიც აზიანებს ჩვენს ეროვნულ და სახელმწიფროებრივ ინტერესებს. ამიტომ მოვუწოდებ ყვლა ოპოზიციურ კანდიდატს, შევწყვიტოთ და შევაჩეროთ ერთმანეთზე შეტევა და თავდასხმა გადავიდეთ თავდაუსხმელობის რეჟიმზე და მთელი რესურსი, მთელი ჩვენი ოპოზიციური რესურსი მოვახმაროთ იმას, რომ არ დავუშვათ საქართველოში სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ მმართველმა გუნმდა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics