12:55 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-10 13:02:01, 864 ნახვა

კომენტარი
კობიაშვილი: რომ არა შსს-ს კოორდინირებული მუშაობა, სტადიონზე მშვიდი გარემოს შექმნა შეუძლებელი იქნებოდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გუშინდელ მატჩზე უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვისა და შეხვედრის მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობა გადაუხადა.

,,განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, თითოეულ თანამშრომელს, ყველა იმ ადამიანს, ვინც უშუალოდ ჩართული იყო, რომ ჩვენი გულშემატკივრების უსაფრთხოება ყოფილიყო დაცული, რომ სტადიონზე ყოფილიყო მშვიდი გარემო და რომ არა მათი ერთიანობა, მათი კოორდინირებული მუშაობა, ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა’’,- განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში საქართველო-ლატვიის თამაში შეაფასა და გუნდსა და გულშემატკივარს გამარჯვება მიულოცა.

,,გილოცავთ გუშინდელ გამარჯვებას, მნიშვნელოვან გამარჯვებას, მნიშვნელოვან სამ ქულას და კიდევ ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯს იმ საერთო მიზნისკენ, რაც ყველა ჩვენგანს გაგვაჩნია. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მოთამაშეს, გუნდს, სამწვრთნელო შტაბს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რომ გუშინ ყველას ერთად გვეზეიმა ეს ბრწყინვალე გამარჯვება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ გულშემატკივარს, ვინც გუშინ სტადიონზე იმყოფებოდა. მათ ერთიანი გულშემატკივრობით, იმ დიდი ერთიანი ​პასუხისმგებლობით უდიდესი წვლილი შეიტანეს ჩვენი გუნდის გამარჯვებაში. რომ არა მათი ერთიანობა, მათი გვერდში დგომა, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ძნელი იქნებოდა გუშინ ჩვენს გუნდს გამარჯვება მოეპოვებინა და ეს არის მათი დამსახურება’’, - განაცხადა კობიაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Bloomberg: ევროკავშირი უკრაინაში Starlink-ის პრობლემების შემდეგ თავდაცვის გაძლიერებას განიხილავს:
კალაძე - რეალურად არ არსებობდა არანაირი ე.წ. NGO სექტორი და პოლიტიკური პარტიები, ეს იყო ერთი ძალა
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ჩერგოლეიშვილი – ყველა აქციიდან გავყრი სააკაშვილის იმ 30 ბანდერლოგს, რომელიც აქციის მესიჯის დისციპლინას თვითმარქვია ბელადის ბანერებით დაარღვევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics