|
2018-09-10 12:26:31, 699 ნახვა
საზოგადოება
პრემია „საბას“ ჟიურიმ ნომინაცია „საუკეთესო ქართული თარგმნის“ ფინალისტები დაასახელა
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ ნომინაცია "საუკეთესო ქართული თარგმანის" 2018 წლის ფინალისტები დაასახელა. 109 საკონკურსო წიგნიდან 12 ფინალისტი გამოვლინდა: მანანა ანთაძე, უილიამ შექსპირის "ტრაგედიები: იულიუს კეისარი, მეფე ლირი, მაკბეთი" (კენტავრი) რაულ ჩილაჩავა, იური ანდრუხოვიჩის "მოსკოვიადა" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა) ცერემონიიის ფრანკფურტში გადატანასთან დაკავშირებით, „საბას" წლევანდელ საკონკურსო პირობებში მცირე ცვლილებებია. კერძოდ, 2018 წელს „საბა" შემდეგ ნომინაციებში გაიცემა: 1. საუკეთესო რომანი 2. საუკეთესო პროზაული კრებული 3. საუკეთესო პოეტური კრებული 4. საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა 5. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი 6. საუკეთესო ქართული თარგმანი 7. ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოენოვანი თარგმანი 8. ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი კრიტიკა 9. ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი გამომცემლობა 10. პრემია ქართულ-გერმანულ ლიტერატურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის დღეისათვის კონკურსის 10 ნომინაციიდან, 6 ნომინაციის ფინალისტები უკვე დასახელებულია. ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოენოვანი თარგმანი; ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი კრიტიკა; ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი გამომცემლობა; პრემია ქართულ გერმანულ ლიტერატურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის - ამ 4 ნომინაციის გამარჯვებულები კი, ფინალისტების დასახელების გარეშე, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე, 12 ოქტომბერს გახდება ცნობილი. პრემია „საბას" 2018 წლის ფინალისტების სრული სიის ნახვა შესაძლებელია "საბას" ვებ გვერდზე - saba.com.ge
(R)
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)