10:25 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-10 12:13:02, 879 ნახვა

საზოგადოება
„იბერიას“ თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ

ტელეკომპანია „იბერია“-ს თანამშრომლები ტელევიზიიდან მთავრობის ადმინისტრაციამდე  საპროტესტო აქცია-მსვლელობას მართავენ.

 ჟურნალისტები მფლობელი კომპანიის, „ომგა ჯგუფის“ მიმართ ფინანსურ ზეწოლაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლებას ტელევიზიის დახურვა სურს.

ამასთან, მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ: „ხელები შორს იბერიისგან!“ „ვერ გაგვაჩუმებთ!“ „სიმართლეს ვამბობთ!“ „მე ვიცავ იბერიას!“ „იბერიიდან ისმის სიმართლე!“.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „იბერია“ საგანგრებო რეჟიმში მუშაობს. 9 სექტემბერს არხის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება,  სადაც ნათქვამია, რომ ტელევიზია საფრთხის ქვეშ არის, რადგან ხელისუფლებამ მათ დაფინანსების მთავარი წყარო გადაუკეტა. „კომპანია ომეგა ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედის ტელეკომპანია იბერია, პარალიზებულია. ხელისუფლებამ მიზანმიმართულად გააჩერა ფაბრიკა. ჩვენ, ჟურნალისტებს გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს ხდება საგანგებოდ, რომ აღარ ისმოდეს კრიტიკული აზრი. როგორც ჩანს ხელისუფლების მიზანია დაიხუროს ტელეკომპანია იბერია და ვეღარ მოვახერხოთ ჩვენი პროფესიული საქმიანობის გაგრძელება. ჩვენ გაქვს ინფორმაცია, რომ ომეგა ჯგუფზე ხდება ზეწოლა, რათა ხელში ჩააგდონ იბერია. ჩვენ ჟურნალისტებმა კატეგორიულად მოვითხოვთ დაუყოვნებლივ შეწყდეს დარტყმა დამოუკიდებელ მედიასა და მიეცეს მუშაობის საშუალება ომეგა ჯგუფს“. ბერია მხარდაჭერისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს, სახალხო დამცველს, არასამთავრობოებსა და მედიის წარმომადგენლებს მიმართავს“, - განაცხადა არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ვახო ხუზმიაშვილმა.

არხის განცხადებას იმავე დღეს გამოეხმაურა ფინანსთა სამინიტრო. როგორც უწყებაში განაცხადეს, „ომეგა ჯგუფში“ შემავალ სიგარეტის მწარმოებელ კომპანია შპს „ოჯთ-ის“ 51 მილიონ 717 ათასი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება აქვს.

"პირველ რიგში, გვინდა ხაზგასმით განვაცხადოთ, რომ ჩვენი მთავრობის განუხრელი პრიორიტეტია, ბიზნესისთვის სამართლიანი და ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფა, არსებული სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ახლის შექმნა. ასევე, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, მედია პლურალიზმის და თავისუფალი მედია გარემოს უზრუნველყოფა. ცალსახა პროგრესი ამ მიმართულებებით ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ასახულია საერთაშორისო შეფასებებში. ამის დასტურია, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული  რეიტინგიც, სადაც მედია თავისუფლების მიმართულებით 2012 წელთან შედარებით ჩვენი ქვეყანა 40 პუნქტით დაწინაურდა. ამ პრიორიტეტებთან ერთად, საქართველოს ხელისუფლებას აქვს სოციალური ვალდებულება  ასობით ათასი პენსიონერის, პედაგოგის, სამხედრო მოსამსახურის, სოციალურად დაუცველის და სხვა ჯგუფების მიმართ. შესაბამისად, სახელმწოფო ვერ დაუშვებს ამ ვალდებულების საფრთხის ქვეშ დაყენებას ვერცერთი კონკრეტული კომპანიის ვალაუვალობის, თუ არასწორი პოლიტიკით წარმოშობილი ვალდებულებების გამო. გარდა ამისა, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სავალუტო ფონდის შეფასებების დიდი ნაწილი, რაც საბოლოოდ აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითრებზე, დამოკიდებულია სწორედ  გამართული ფისკალური პოლიტიკის წარმოებასა და გადასახადების ამოღების მაჩვენებლებზე. სახელმწიფო სწორედ ზემოთჩამოთვლილი პრიორიტეტების ფარგლებში, ახორციელებს თავისი ვალდებულებების შესრულებას ნებისმერი ბიზნეს სუბიექტთან მიმართებაში. „ომეგა ჯგუფში" შემავალ, სიგარეტის მწარმოებელ კომპანია შპს „ოჯთ-ის" საგადასახადო დავალიანების სახით, დღეის მდგომარეობით, ერიცხება 51 მლნ 717 ათასი ლარი, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა. აღნიშნული დავალიანება დეკლარირებულია გადამხდელის მიერ  2015-2018 წლებში. ეს არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც 50 მილიონზე მეტი ვალი ერიცხება ბიუჯეტის წინაშე. თანხის გადაუხდელობის გამო, ამჟამად, კომპანიის მიმართ გავრცელებულია იძულებითი ღონისძიებები - ინკასო და ყადაღა. აღსანიშნავია, რომ ამ წლების განმავლობაში, კომპანიამ 2-ჯერ მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს საგადასახადო დავალიანების გადანაწილებისთვის (გრაფიკისთვის), რომელიც მათი მოთხოვნის შესაბამისად გაფორმდა, თუმცა გადამხდელის მიერ გადახდის პირობების დარღვევის გამო, ორივე გრაფიკი გაუქმდა კანონმდებლობის შესაბამისად. გარდა ამისა, კომპანიამ 11-ჯერ, წერილობით მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, იძულებითი ღონისძიებების არ გამოყენების/გაუქმების თხოვნით, რომელიც გათვალისწინებული იყო შემოსავლების სამსახურის მხრიდან, რათა არ შეფერებულიყო საწარმოს ფუნქციონირება. იძულებითი ღონისძიებების გადავადების მიუხედავად, კომპანიამ საგადასახადო დავალიანების შემცირების ნაცვლად, განაგრძო დავალიანების ზრდა, რის გამოც შემოსვლების სამსახური იძულებული გახდა გამოეყენებინა მისთვის კანონით მინიჭებული ღონისძიებები. ფინანსთა სამინისტროს დეკლარირებული პოლიტიკაა, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ჯანსაღი და კონკურენტული ბიზნესგარემოს შექმნას, მაქსიმალურად გაითვალისწინოს ბიზნესის ინტერესები, გადასახადების გადახდისას წარმოქმნილი სირთულეების დაძლევის მიზნით, ამავდროულად, ვინარჩუნებთ მკაცრი კონტროლის პოლიტიკას, იმ გადამხდელების მიმართ, რომლებიც ცდილობენ თავი აარიდონ საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას, რითაც არაკონკურენტულ პირობებში აყენებენ კეთილსინდისიერ გადამხდელებს", - განაცხადეს უწყებაში.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics