|
2018-09-10 10:10:54, 750 ნახვა
საზოგადოება
„ჩვენ ვართ სისტემის მსხვერპლი“ - სარალიძე და მაჩალიკაშვილი აქციებს იწყებენ
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე და პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი რუსთაველის გამზირზე დღეს აქციას გამართავენ. აქცია 18:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან არის დაგეგმილი. ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებენ, რომ მათი შვილების მკვლელობის საქმეები ისევ გამოუძიებელია და ხელისუფლება რეალურ დამნაშავეებს ხელს აფარებს. „დაანონსებული გვაქვს აქცია, მოვუწოდებ საქართველოს მოსახლეობას, რომ ყველა ერთად უნდა გავერთიანდეთ უსამართლობის წინააღმდეგ, რათა ერთხელ და სამუდამოდ დავანგრიოთ შერჩევითი სამართალი, ჩვენ არ ვართ მხოლოდ და მხოლოდ შვილმოკლული მშობლები. ჩვენ ვართ უკვე სისტემის მსხვერპლი“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ. „აქციები გაგრძელდება მანამ სანამ არ დაკმაყოფილდება ჩემი ყველა ის მოთხოვნა და ზაზა სარალიძის მოთხოვნა. მაშინ იქნება დამაკმაყოფილებელი ის ყველაფერი, როდესაც დაისჯება ბატონი გომელაური, გოგაშვილი და ის სპეცრაზმელი. უნდა ჩატარდეს გამოძიება და უნდა გამოირიცხოს, რომ მე და თემირლანი არ ვართ ამ ტერორიზმში გარეული“, -აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)