2015-06-05 18:02:41, 768 ნახვა
კომენტარი
ლევან ბერძენიშვილი: პური უნდა გამოაცხოს ხაბაზმა, პოლიტიკას უნდა აკეთებდეს პოლიტიკოსი
კოალაცია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ამ წუთებში საპარალამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, დეპუტატები საარჩევნო სისტემის რეფორმირების საკითხზე მსჯელობენ.
მმართველ გუნდში ამ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა.
უმრავლესობაში საარჩევნო სისტემის რეფორმირებას ეთანხმებიან, თუმცა მაჟორიტარული სისტემის გაუქმების საკითხზე ვერ თანხმდებიან.
უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი პრორორციული სისტემის მომხრეა.
„მე პროპორციული სისტემის მომხრე ვარ. ეს არის ყველაზე პატიოსანი და ყველაზე მეტად მიესადაგება საქართველოს ვითარებას. 90-იანი წლებიდან რეგიონულ- პროპორციული სისტემის მომხრე ვარ. ჩვენ ამას ვიცავთ. პარტიების როლი იზრდება. პოლიტიკაში მოდიან პოლიტიკოსები, პური უნდა გამოაცხოს ხაბაზმა, ან პოლიტიკას უნდა აკეთებდეს პოლიტიკოსი, სცენაზე უნდა იდგეს მსახიობი, ამას რომ ახსნა დასჭირდებოდა სადმე მე არ მეგონა. როდესაც დადგება დრო მეც ჩემი ადგილი მექნება უნივერსიტეტში“,-განაცხადა ბერძენიშვილმა.
ასევე, პროპორციულ სისტემას უჭერს მხარს ზურაბ ტყემალაძეც.
მისივე თქმით, პროპორციული საარჩევნო სისტემა პარტიის პოლიტიკურ ცხოვრებას აძლიერებს.
თუმცა, ტყემალაძის განმარტებით, ამისთვის საკონსტიტუციო ცვლილებებია საჭირო.
გარდა ამისა, დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი შერეულ საარჩევნო სისტემას ემხრობა.
ცნობისთვის, არასაპარლამენტო ოპოზიცია და რვა არასამთავრობო ორგანიზაცია საარჩევნო სისტემის რეფორმირებასა და მაჟორიტარული წესით არჩევნების გაუქმებას ითხოვს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან