05:58 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-08 16:37:24, 1279 ნახვა

საზოგადოება
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთის ორ რაიონში სეტყვასაშიში პროცესები გაანეიტრალა

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ, კახეთის რეგიონში 75 კვადრატულ კილომეტრამდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა, რითაც კახეთის ორივე რაიონში მოსალოდნელი სეტყვა სრულად თავიდან იქნა აცილებული.

ცენტრის ცნობით, 7 სექტემბერს საღამოს სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებიდან რეგიონში რამდენიმე სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტალური მასა შემოვიდა. 21:00 საათიდან საღამოს 23:00 საათამდე საგარეჯოს და სიღნაღის რაიონებში ღრუბლები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა. გასროლილი იქნა  რამდენიმე ათეულამდე რაკეტა.

აქტიური ზემოქმედების შედეგად ნალექის სრული მასა წვიმის სახით ჩამოიცალა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics