18:56 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-08 12:28:52, 1252 ნახვა

პოლიტიკა
რენდი შუნამენი: მაკკეინი საქართველოს ერთგული ბოლომდე დარჩა

საერტაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის წარმომადგენლის რენდი შუნემანის განცხადებით, სენატორი ჯონ მაკკეინი აშშ-ში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი იყო.

როგორც შუნამანი "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებეს, სენატორი საქართველოში პირველად 1997 წელს ჩამოვიდა და მას შემდეგ ქვეყანამ პოლიტიკოსის გულში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა. 

"ეს 1997 წლის ზაფხულში იყო. ის ტური სენატორის ერთგვარი ეპოქალური ტური იყო, რომელიც თურქეთში დაიწყო და სამი კვირის შემდეგ ჩინეთში დამთავრდა. მაშინ საქართველოში დაუვიწყარი 24 საათი გავატარეთ. ვახშამზე ზურაბ ჟვანია გაგვიმასპინძლდა ტრადიცული ქართული სუფრით, სადღეგრძელოებით და ქართული სტუმართმოყვარეობით. ამ ვიზიტის შემდეგ საქართველოს სენატორ მაკკეინის გულში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა. ამ ვიზიტის შემდეგ წლების მანძილზე ის საქართველოს ერთგული ბოლომდე დარჩა. მის წიგნში, რომელიც ორიოდე თვის წინ გამოიცა, ის საქართველოში გატარებულ დროზე ემოციურად საუბრობს. მაკკეინი პრეზიდენტ შევარდნაძეს პირველივე ვიზიტზე შეხვდა. მეც მასთან ვიყავი. მახსოვს, როგორი გადაღლილი ჩანდა ის საქართველოსთვის იმ ძალიან რთულ პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლაში მან ისტორიული როლი ითამაშა. მახსოვს, მაშინ თბილისის ქუჩებში მანქანით გადაადგილება. სიმართლე გითხრათ, მაშინ საქართველო რუხი, დეპრესიული ადგილი იყო. მიუხედავად არაერთი გასაჭირისა, ქართველმა ხალხმა სენატორი დიდი სითბოთი მიიღო. მაკკეინი შევარდნაძეს ამის შემდეგ რამდენჯერმე შეხვდა, მათ შორის, არჩევნებამდეც და მას სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გამართვის და შედეგების აღიარების მნიშვნელობაზე ესაუბრა", - განაცხადა შუნემანმა.

რუსეთის სამხედრო აგრესიაზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ ჯონ მაკკეინი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე არა მხოლოდ საქართველოს სიყვარულის გამო ზრუნავდა, არამედ იმიტომაც, რომ ევროპაში სამხედრო ძალით საზღვრის შეცვლა მთელ მსოფლიოზე იქონიებდა უარყოფით გავლენას.

"მაკკეინს ასევე კარგად ესმოდა, რომ საქართველოს ძალიან ძლიერი მეზობელი ჰყავდა. ის ამ მეზობელზე ყოველთვის ხმამაღლა საუბრობდა და ამბობდა იმას, თუ როგორ ვნებდა ის საქართველოს. ამას კი იმიტომ აკეთებდა, რომ საქართველოს სუვერენიტეტი ადარდებდა და რუსეთის აგრესია აწუხებდა და არა იმიტომ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს უპირობო მხარდაჭერას აძლევდა. 2008 წელს საპრეზიდენტო კამპანიის დროს, პენსილვანიაში ამომრჩეველს ვხვდებოდით. მანამდე, რამდენიმე დღით ადრე რუსეთი საქართველოში შეიჭრა. მაშინ მაკკეინმა ცნობილი განცხადება გააკეთა. მან ისაუბრა რუსეთის აგრესიაზე და შემდეგ თქვა: „ახლა ჩვენ ყველანი ქართველები ვართ.“ ეს არ იყო მისთვის წინასწარ მომზადებული ტექსტი ან რაიმე ისეთი, რაზეც სიტყვით გამოსვლამდე შევთანხმდით. ეს სიტყვები მან გულიდან წარმოთქვა და იმის გამო არ უთქვამს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. მას მტკიცედ სჯეროდა, რომ ქართველ ხალხს თვითდამკვიდრების და საკუთარი მომავლის არჩევის უფლება აქვს და რომ მსოფლიო ქართველ ხალხს გვერდში უნდა დადგომოდა. ჯონ მაკკეინი საქართველოს და ქართველი ხალხის მეგობარი იყო. ის საქართველოს დასავლური მისწრაფებების დიდი მხარდამჭერი იყო. მას სწამდა იმის, რომ ამერიკას დამოუკიდებელ საქართველოსთან პარტნიორობა აძლიერებდა", - განცხადა მან. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics