22:27 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-08 10:57:09, 3857 ნახვა

მსოფლიო
რიგაში საკვები მრეწველობის გამოფენაში 11 ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა

ქალაქ რიგაში, ბალტიისპირეთში საკვები მრეწველობის ყველაზე დიდი ყოველწლიური გამოფენა „Riga Food 2018” გაიხსნა, სადაც “ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ლატვიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, ქართული კუთხე მოეწყო.

სამინისტროს ცნობით, საკვები მრეწველობის გამოფენაზე წარმოდგენილ იქნა 11 სხვადასხვა კომპანიის პროდუქცია: „ტყუპების ღვინის მარანი“, „ვაინ მენ“, „ასადელი“, „GEO-US WORLD EXPORT“, „კულა“, „ქართული ლუდის კომპანია - ზედაზენი”, „თამარი“, „Wine Products and Spirits”, „EU-GS STANDART GmbH (GEORGIAN PRODUCTION)“, „ქინძმარაულის ღვინის მარანი“, ELKOR FOOD&WINE LTD“.

ქართულ სტენდთან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველმა სოლომონ პავლიაშვილმა, ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს იანის დუკლავსსა და ლატვიის რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და რეგიონული განვითარების მინისტრს კასპარს გერჰარდს უმასპინძლა.

2017 წელს საქართველოდან ლატვიაში განხორციელდა 116 ათასი აშშ დოლარის ღირებულების პომიდვრისა და 81 ათასი აშშ დოლარის ღირებულების მარწყვის ექსპორტი. აღნიშნული პროდუქტების ექსპორტი ლატვიაში გასულ წლებში არ ხორციელდებოდა. 2016 წელთან შედარებით ასევე გაიზარდა სპირტიანი სასმელების (2.5-ჯერ), თხილის (17.7 %-ით), ბოსტნეულის - ძირითადად მწვანილი, (64 %-ით) და მოხალული თხილის (2.3-ჯერ) ექსპორტი. "ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ქართველ მწარმოებლებს ახალ შესაძლებლობებს უხსნის.

საკვები მრეწველობის ყოველწლიური გამოფენა „Riga Food 2018” 8 სექტემბრამდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობას ღებულობს მსოფლიოს 37 ქვეყნის 720-ზე მეტი კომპანია და 15 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, წარმოდგენილია ეროვნული სტენდით.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics