18:56 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-07 17:46:46, 1246 ნახვა

პოლიტიკა
ლევან იზორია: ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა გავხდეთ ნატოს წევრი ქვეყანა

„ძალისხმევას არ დავიშურებთ რათა მივაღწიოთ  სტრატეგიულ მიზანს და გავხდეთ ნატოს წევრი ქვეყანა“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებით განცხადებას.

ლევან იზორიას განმარტებით, თავდაცვის უწყებაში გატარებული რეფორმების შედეგად ქვეყნის შეიარაღებული ძალები ნატოსთან უფრო თავსებადია და მზადყოფნის მაღალი ხარისხით გამოირჩევა.

„ეს არის თითოეული ჩვენგანის წარმატება და მინდა, განსაკუთრებით მოგილოცოთ გენშტაბის უფროსს, ყველა ოფიცერს, რიგითს, ჯარისკაცს. ბოლო წლების განმავლობაში მწვავე გადაწყვეტილებების, თუმცა, აუცილებელი ტრანსფორმაციის შედეგად, მივიღეთ ნატოსთან უფრო თავსებადი და მზადყოფნის უფრო მაღალი ხარისხით გამორჩეული შეიარაღებული ძალები. ჩვენი განვითარების დინამიკას სწორი მიმართულება აქვს და ძალისხმევას არ დავიშურებთ თქვენთან ერთად, რომ მივაღწიოთ სტრატეგიულ მიზანს, გავხდეთ ნატოს წევრი ქვეყანა.  მზადყოფნის გასაძლიერებლად, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, გავაკეთებთ ყველაფერს. გენერალური შტაბის უფროსთან ერთად მოვისმინე ამერიკელი პოლკოვნიკის შეფასება, რომელიც აკვირდებოდა საერთაშორისო სწავლება NOBLE  PARTNER-ის მიმდინარეობას, მან აღნიშნა, რომ სულ რაღაც 2-3 წლის განმავლობაში ჩვენს შეიარაღებულ ძალებს აქვს სრულიად სხვა რეალობა, რომელიც სიამაყის საფუძველს გვაძლევს. მინდა, თქვენთან ერთად, მადლობა ვუთხრა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს ამერიკის შეერთებულ შტატებს, მის ექსპერტებს, ოფიცრებს, ნატოს წევრ ქვეყნებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საქმეში. მათი ძალისხმევის გარეშე  ჩვენ ამგვარ წარმატებას ვერ მივაღწევდით. ასე რომ,  ჩვენ ვართ ერთი გუნდი, საერთო მისწრაფებებით, ამოცანითა და ღირებულებებით და ჩვენ ამ გზას, უფრო მყარად და მტკიცედ, მომავალშიც გავაგრძელებთ. წელს, როდესაც ბრიუსელში გაიმართება ნატოს თავდაცვის მინისტერიალი, გვექნება შესაძლებლობა, თავდაცვის მიმართულებაზე სასაუბროდ კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში, სიამაყით ვისაუბროთ  ბოლო ორი წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებზე და კიდევ ერთხელ დავარწმუნოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, რომ საქართველო დღეს მზად არის მომავალში კი  უფრო მეტად იქნება მზად ნატოს წევრობისთვის“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics