10:06 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-07 13:37:59, 1006 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სახლი მოქალაქეებს უძრავი ქონების რემონტის დაზღვევის განახლებულ პაკეტს სთავაზობს

იუსტიციის სახლი სახელმწიფო თუ კერძო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე კვლავ ზრუნავს და ამჯერად მომხმარებლებს უძრავი ქონების რემონტის დაზღვევის განახლებულ პაკეტს სთავაზობს.

იუსტიციის სახლი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ქონების რეგისტრაციასთან ერთად ის კომფორტულ გარემოში ერთ სივრცეში სწრაფად და მარტივად დააზღვიონ.

ქონების რეგისტრაციის შემდეგ მის დაზღვევას აუქციონის გზით გამოვლენილი სადაზღვეო კომპანია „ალფა“ უზრუნველყოფს და ამისთვის მოქალაქეებს სადაზღვეო კომპანიების ოფისებში გამოცხადება აღარ მოუწევთ. ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება „ალფასთან“ უკვე გაფორმდა.

როგორც იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა, გივი აზაურაშვილმა განაცხადა, უძრავი ქონების შეძენის პარალელურად მისი დაზღვევის სერვისის დანერგვის იდეა იუსტიციის სახლს ეკუთვნის.

„2015 წლიდან იუსტიციის სახლი აქტიურად თანამშრომლობს კერძო სექტორთან და მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა სერვიზებს. აღსანიშნავია, რომ ყველაზე უფრო მჭიდრო თანამშრომლობა შედგა სადაზღვეო კომპანიებთან, ეს იყო რიგით მეოთხე პროდუქცია, რომელიც დაინერგა იუსტიციის სახლებში. შარშან დავიწყეთ ჩვენ უძრავი ქონების რემონტის დაზღვევა და ამ ეტაპზე გავაფორმეთ ხელახალი ხელშეკრულება სადაზღვეო კომპანია „ალფასთან“ და ვიმედოვნებთ, რომ უძრავი ქონების რემონტის დაზღვევა დღითიდღე პოპულარული იქნება, ურთიერთსარგებლიანი იქნება, როგორც იუსტიციის სახლისათვის, ასევე კერძო კომპანიისთვის“, - განაცხადა გივი აზაურაშვილმა.

პარტნიორი სადაზღვეო კომპანია კი აუქციონის წესით შეირჩა. „ალფას“ გენერალური დირექტორის, კახაბერ დიასამიძის განმარტებით, სერვისი ითვალისწინებს ხშირი რისკების დაზღვევის პოლისს.

„მინდა მადლობა გადავუხადო იუსტიციის სახლს იმ სერვისისთვის, რომლითაც შესაძლებლობა მიეცა მოსახლეობას ესარგებლა სადაზღვეო პროდუქტებით და კერძოდ, ამ უძრავი ქონების რემონტის დაღვევის პროდუქტით, რომელსაც სადაზღვეო კომპანია „ალფა“ უკვე 10 წელია სთავაზობს თავის მომხმარებელს, აღნიშნული პროდუქტი ძალიან აქტუალურია, რომელიც მესაკუთრეებს დაზღვევას წელიწადში 90 ლარად სთავაზობს,  რაც თვეში მხოლოდ 7.50 ლარს შეადგენს. პოლისი ითვალისწინებს ისეთი ხშირი რისკების დაზღვევას, როგორიცაა მეზობლის ბინიდან წყლის ჩამოსვლა, დატბორვა, რომელიც გამოწვეულია გათბობის სისტემის დაზიანებით,  კანალიზაციის და წყალგაყვანილობის მწყობრიდან გამოსვლით, უხვთოვლიანობა, წყალდიდობა, სეტყვა, მიწისძვრა, ქარიშხალი, მეხის დაცემა, შტორმი, ხანძარი, აფეთქება, დაზიანება კვამლით(რომელიც შედეგად მოჰყვა ხანძარს); ასევე, მესამე პირის მიერ განზრახ მიყენებული ზიანი, ვანდალიზმი, მეზობლის წინაშე პასუხიმგებლობის დაზღვევა - მესამე პირისთვის დატბორვით, ხანძრით ან აფეთქებით მიყენებული ზიანით“, - აღნიშნა კახაბერ დიასამიძემ. 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics