2018-09-07 11:23:12, 3585 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: პუტინთან შეხვედრა ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეფასებით, ჰელსინკიში რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან გამართული შეხვედრა მის ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
თეთრი სახლის ლიდერმა მედია საშუალებების ნაწილის გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა გამოცემები მას "მეტისმეტ სირბილეში ადანაშაულებდნენ".
„ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა მქონდა ვლადიმერ პუტინთან. მათ სურდათ, რომ ორთაბრძოლა ენახათ. ჩვენ გვქონდა შესანიშნავი შეხვედრა. ვისაუბრეთ უკრაინაზე, სირიაზე, ისრაელზე. თუმცა მათ თქვეს, რომ ეს შეხვედრა საშინელება იყო“, - განაცხადა ტრამპმა.
ავტორი: ,