|
2018-09-07 10:44:47, 868 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკი“ სახელფასო გათამაშების მასშტაბურ აქციას იწყებს
მთელი საქართველოს ბანკმა, სახელფასო გათამაშების მასშტაბური აქციის შესახებ განაცხადა. გათამაშების ჩატარების ძირითად მიზანს წარმოადგენს არსებული და პოტენციური მომხმარებლის წახალისება და ყოველთვიურად მათთვის 5 000, 10 000, 20 000, 50 000 და 100 000 ლარის მოგების შესაძლებლობის მიცემა. გათამაშების პროცესი ძალიან მარტივია. მათ, ვისაც საქართველოს ბანკში ერიცხება ხელფასი, 2019 წლის 1 მარტამდე ჩარიცხული ხელფასის ყოველ 500 ლარზე გადაეცემათ გათამაშების ერთი ბილეთი. გათამაშება ჩატარდება ყოველთვიურად, 2018 წლის 10 ოქტომბრიდან - 2019 წლის 11 მარტის ჩათვლით. კონკრეტულად კი: 2018 წლის 10 ოქტომბერს, 12 ნოემბერსა და 10 დეკემბერს, ასევე, 2019 წლის 10 იანვარს, 11 თებერვალსა და 11 მარტს და გამოვლინდებიან გამარჯვებულები. თითოეული გათამაშებისას გათამაშდება 6-ჯერ – 5 000; 3-ჯერ – 10 000; 2-ჯერ – 20 000 და 50 000 ლარი. სუპერპრიზის სახით კი გათამაშდება 100 000 ლარი. გათამაშება გაიმართება საქართველოს ბანკის სათავო ოფისში, დოლურის პრინციპით. გათამაშებაში მონაწილე ბილეთების დათვლა მოხდება 2018 წლის 1 სექტემბრიდან - 2019 წლის 28 თებერვლის ჩათვლით დარიცხული შრომითი ანაზღაურების თანხების მიხედვით. ყოველი გათამაშების შემდეგ კომისია შესაბამისი ოქმით დაადასტურებს გამარჯვებული ბილეთებისა და პრიზების შესახებ ინფორმაციას. მოგებათა ოფიციალური ცხრილი კი გამოქვეყნდება საქართველოს ბანკის ვებგვერდზე www.bankofgeogria.ge და გათამაშებისთვის შექმნილ სპეციალურ პრომო გვერდზე www.xelpasi.ge. მოგებული თანხა გამარჯვებულს საქართველოს ბანკში, მის სახელზე გახსნილ ანგარიშზე ჩაერიცხება.
(R)
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)