15:36 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-06 17:21:07, 1755 ნახვა

სამართალი
შსს-მ საკუთარ ეზოში კანაფის დათესვა-მოყვანის ბრალდებით პატრულ-ინსპექტორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ პატრულ-ინსპექტორი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანის ბრალდებით დააკავა.

როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, პატრულ-ინსპექტორის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს სახაზო საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი, 1990 წელს დაბადებული გ.ტ., დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურაში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ეზოდან დათესილი 14 ძირი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე - კანაფი, დამხმარე სათავსოდან ერთი ძირი, ხოლო სახლის მანსარდიდან დიდი ოდენობით გასაშრობად გამზადებული კანაფი ნივთმტკიცებად ამოიღეს“, - წერია შსს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კირილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი უკრაინაზე პოზიციას არ შეიცვლის
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics