09:39 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-06 15:10:53, 842 ნახვა

საზოგადოება
მაია ლაგვილავა მედიკამეტების პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო

ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის გაფართოვებიდან 3 დღის ვადაში, მედიკამენტებზე მინიმუმ 50%-იანი ფასდაკლებით  79-მა პენსიონერმა და 7-მა შშმ პირმა ისარგებლა.

პროგრამის გაფართოვების შემდეგ სოციალურად დაუცველი მოქალაქეების გარდა, პროგრამით ასაკით პენსიოერები და შეზღუდული შესაძლებლობის პირებიც სარგებლობენ. ყველაზე გავრცელებული ქრონკული დაავადებების სამკურნალო 23 მედიკამენტებს სოციალურად დაუცველი მოქალაქეები 1 ლარად, პენსიონერები და შშმ პირები კი საბაზრო ღირებულების მინიმუმ 50%-იანი ფასდაკლებით მიიღებენ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე  მაია ლაგვილავა მედიკამენტების გაცემის პროცესს პირადად დაესწრო და პენსიონერებსაც გაესაუბრა.

პროგრამის ფარგლებში ფასდაკლება შეეხება გულ-სისხლძარღვთა სისტემის, დიაბეტის ტიპი 2-ის (არაინსულინდამოკიდებული, ფარისებრი ჯირკვლის და ფილტვის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებს. მედიკამენტების ფასდაკლებით შესაძენად ბენეფიციარმა უნდა მიმართოს ოჯახის/სოფლის ექიმს ან ექიმ სპეციალისტს ფორმა N100-სა და რეცეპტის მისაღებად, შემდეგ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში აღნიშნული დოკუმენტაციისა და პირადობის მოწმობის წარდგენით გაიაროს რეგისტრაცია პროგრამაში.ბენეფიციარს შესაძლებლობა აქვს ერთჯერადად შეიძინოს მედიკამენტის მაქსიმუმ სამი თვის სამყოფი ოდენობა. ამ ეტაპზე მედიკამენტების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ სააფთიაქო ქსელ PSP-ს შესაბამის ფილიალში, თუმცა უახლოეს მომავალში პროგრამაში ჩაერთვება სხვა სააფთიაქო ქსელებისა და აფთიაქების უმეტესობა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მოსახლეობისათვის ამ მედიკამენტებზე გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას. ყველა პრეპარატი არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული. პროგრამის გაფართოება უახლოეს მომავალში კვლავ იგეგმება.

 

(NS)

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics