09:40 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-06 15:07:05, 704 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ერთად ტყის მდგრადი მართვის თემაზე იმსჯელეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის „ტყის მდგრადი მართვის გაძლიერება საქართველოში“ საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაზე 3 თვის განმავლობაში პროექტის მიერ მიღწეული შედეგები და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს. 

იური ნოზაძის განცხადებით, უაღრესად მნიშვნელოვანია ევროკავშირის ჩართულობა და მხარდაჭერა საქართველოსთვის  სატყეო სექტორის განვითარების მიმართულებით, რაც უზრუნველყოფს ასევე, სატყეო კანონმდებლობის სრულყოფას, რისთვისაც დელეგაციის წევრებს  მადლობა გადაუხადა.
შეხვედრას გარემოსდაცვით საკითხებში ევროკავშირის ახალი წარმომადგენელი საქართველოში  ალექსანდრე დარრასი ესწრებოდა.

როგორც ალექსანდრე დარრასმა განაცხადა, მოხარულია, რომ საქართველოსთვის მოუწევს მუშაობა და მომავალში ნაყოფიერი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი დარგობრივი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, ლიტვის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროსა და უნგრეთის რესპუბლიკის  სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების გარემოსდაცვითი თავი ითვალისწინებს ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას და სატყეო სექტორში მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვას. ასოცირების შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტიც, რომელიც ლიტველი და უნგრელი საჯარო მოხელეების რეკომენდაციების საფუძველზე მიზნად ისახავს სატყეო კანონმდებლობის გაუმჯობესებას, ტყის მართვის ორგანოების შესაძლებლობების განვითარებასა და საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემების დახვეწას.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics