05:44 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-06 10:20:47, 895 ნახვა

საზოგადოება
ფოთში მომხდარი აფეთქების შედეგად, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა

ფოთში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

მამაკაცი, რომელიც მკურნალობას ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში განაგრძობს კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება.

„კატასტროფის სამსახურის ბრიგადის მიერ, ფოთის საავადმყოფოდან გადმოყვანილ იქნა მამაკაცი, დიაგნოზით - დაუზუსტებელი ფეთქებადი ნივთიერების მიერ მიყენებული სხეულის მრავლობითი დაზიანება. პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის არის უკიდურესად მძიმე. კომატოზურ მდგომარეობაშია, იმყოფება მართვის სუნთქვაზე. სასიცოცხლო ჩვენებით გადაყვანილია საოპერაციო ბლოკში“, - განაცხადა ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორმა სულხან ორჟონიამ.

რაც შეეხება მეორე დაშავებულს, მედიკოსების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შეგახსენებთ, ფოთში გუშინ გამთენიისას აფეთქება მოხდა, რის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics