|
2014-12-31 16:41:31, 762 ნახვა
სხვადასხვა
2014 წლის სოციალური პროექტი - სოლიდარობის ფონდი
სოლიდარული ადამიანები კრავს საზოგადოებას, გნებავთ, სოლიდარობა საუკეთესო მაჩვენებელია, ჩვენი როგორც ტოლერანტობის ასევე მიმღებლობის. ნებისმიერ ადამიანში დევს სურვილი დაეხმაროს, ხელი გაუწოდოს, დავრდომილი წამოაყენოს.. მაგრამ ყველა აკეთებს ამ კეთილშობილურ საქციელს? დიდმა ქართველმა, ილია ჭავჭავაძემ თქვა: „ ყოველ დღეს შენს თავს ჰკითხე, აბა დღეს მე ვის რა ვარგე-ო“ - დიდმა ილიამ, კარგად იცოდა სოლიდარობის ფასი, მან პირველმა გვითხრა ქართველებს, როგორ განვითარდებით და როგორც ვიქცევით ლუარსაბ თათქარიძეებად. ყველაზე კარგი ცნობა იყო, ის რომ 2014 წლის 6 ივნის საქართველოს მთავრობამ, საქართველოს სოლიდარობის ფონდის შექმნა განიხილა. 2014 წლის 9 ივნისს კი ფონდი ოფიციალურად დაფუძნდა. "სოლიდარობის ფონდი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა და მისი მიზანია საზოგადოების, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამონაწილეობით, ინოვაციური დაფინანსების მექანიზმების ამოქმედებით, საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ან კატასტროფული სოციალური დანახარჯების რისკის წინაშე მდგარი ბავშვებისა და ოჯახებისთვის ალტერნატიული (არასაბიუჯეტო) რესურსების მობილიზაციის უზრუნველყოფა და პრიორიტეტულ სოციალურ საჭიროებებზე მიმართვა. ფონდის მიზანია საზოგადოების, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამონაწილეობით, ინოვაციური დაფინანსების მექანიზმების ამოქმედებით, საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ან კატასტროფული სოციალური დანახარჯების რისკის წინაშე მდგარი ბავშვებისა და ოჯახებისთვის ალტერნატიული (არასაბიუჯეტო) რესურსების მობილიზაციის უზრუნველყოფა და პრიორიტეტულ სოციალურ საჭიროებებზე მიმართვა. საწყის ეტაპზე ფონდი ორიენტირებული იქნება ონკოლოგიური პაციენტების, უპირველესად კი ბავშვების ძვირადღირებული მკურნალობის ანაზღაურებაზე. აქციაში ჩართვა სრულიად ნებაყოფლობითია. ფონდი ასევე მუშაობს იმაზე, რომ ფინანსური დახმარება გაუწიოს სოციალურად დაუცველ ან ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურების გადაუდებელი საჭიროების მქონე ბავშვებსა და მათ ოჯახებს. დღემდე ასეთი პაციენტების დასახმარებლად სახსრების მობილიზაციას არასამთავრობო ორგანიზაციები ან პაციენტის ოჯახები და მეგობრები ახორციელებდნენ; არ არსებობდა სისტემური პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფდა როგორც თანხების სისტემატურად მობილიზაციას, ისე ყველა შესაძლო ბენეფიციარის დახმარებას და რესურსების გამჭვირვალე ადმინისტრირებას. „საქართველოს სოლიდარობის ფონდი“ სწორედ ამ პრობლემების გადაჭრის მიზნით დაარსდა. პირველ ეტაპზე ის ონკოლოგიური პაციენტების, უპირველესად კი, ბავშვების მკურნალობას აანაზღაურებს. ფონდში პირველი შენატანები მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა განახორციელეს, საჯარო სექტორში კი ნებაყოფლობითი დონაციის სურვილი, ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 20 000-ზე მეტმა ადამიანმა გამოხატა. დონაციის მსურველთა ქველმოქმედების პარალელურად, ფონდი უკვე იღებს იმ ადამიანთა განაცხადებსაც, ვისაც დახმარება სჭირდება. ფონდი პირველ ეტაპზე ონკოლოგიურ პაციენტთა მხარდასაჭერაზე იქნება ორიენტირებული და 18 წლამდე ასაკის სოლიდური სიმსივნეების მქონე ბავშვების კანონიერი წარმომადგენლების განცხადებებს განიხილავს. მთავრობის ინიციატივა კი, რომელიც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განმარტა, მოწოდებულია იმისთვის, რომ ფონდში შესული თანხები მაქსიმალურად, ფინანსური დანაკარგის გარეშე, მოხმარდეთ ბენეფიციარებს. დღეისათვის საქართველოს სოლიდარობის ფონდის მიერ მხარდაჭერილი 37 ონკოლოგიური პაციენტიდან 14 ბავშვისა და ახალგაზრდის დიაგნოსტიკა და მკურნალობა საზღვარგარეთ დაფინანსდა. შესაბამისად უმნიშვნელოვანესია, რომ საზღვარგარეთ ქართველი ბავშვებისათვის მოწოდებული სერვისი იყოს როგორც მაღალი ხარისხის ასევე გვაძლევდეს საშუალებას, რომ ათი ათასობით მხარდამჭერის მიერ გაღებული დონაციები მაქსიმალურად ეფექტურად იყოს გამოყენებული.
აღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს სოლიდარობის ფონდმა დაიწყო აქტიური მუშაობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ევროკავშირის ქვეყნების, თურქეთის, ისრაელის, იაპონიისა და აშშ მასშტაბით საქართველოს დიპლომატიურ მისიებთან, რათა მოხდეს წამყვანი პედიატრიული კლინიკების იდენტიფიკაცია და ორმხრივი თანამშრომლობითი პროგრამების შემუშავება. მიმდინარე კონსულტაციების შედეგები სრულად წლის ბოლოს გამოქვეყნდება.
საზღვარგარეთ წამყვანი პედიატრიული კლინიკების შერჩევის მიზნით პირველი სამუშაო ვიზიტი 20 ნოემბერს ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში „დიმიტრი ცინცაძის ფონდისა“ და „ბერი ანდრიას ფონდის“ ხელმძღვანელებთან ერთად განხორციელდა. აღნიშნული ვიზიტი ბარსელონის წმინდა იოანეს ბავშვთა საავადმყოფოს მოწვევითა და დაფინანსებით ჩატარდა, რომელსაც კოორდინაციას უწევდა კლინიკის საერთაშორისო კონსულტანტი.
ბარსელონის წმინდა იოანეს ბავშვთა საავადმყოფო 1867 წლიდან მოქმედი არამომგებიანი სამედიცინო ცენტრია, რომელიც პედიატრიული სერვისების კუთხით ესპანეთის მასშტაბით 1-ელ ხოლო ევროპის ქვეყნების მასშტაბით მე-3 პოზიციას იკავებს. წმინდა იოანეს ბავშვთა საავადმყოფოში ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების გამოსავლები მნიშვნელოვნად უსწრებს ევროპის ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებს და ამასთანავე ინოვაციებისა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობით ევროპის მასშტაბით მე-4 წამყვანი საუნივერსიტეტო კლინიკაა. ჰოსპიტალში ვიზიტს ესწრებოდა ესპანეთში საქართველოს საკონსულოს ხელმძღვანელი, რათა სოლიდარობის ფონდის თანამშრომლობითი პროგრამები პედიატრიულ კლინიკებთან კოორდინირებული იყოს საქართველოს საგარეო უწყებასთან და დიპლომატიურ მისიებთან. საქართველოს სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით „საქართველოში ონკოლოგიური დაავადებების კუთხით მოქმედი ფონდებისა და საგარეო უწყებების ერთიანი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება საერთაშორისო თანამშრომლობითი პროგრამების შემუშავება ევროკავშირის, თურქეთის, ისრაელის, შეერთებული შტატებისა და იაპონიის წამყვან სამედიცინო ცენტრებთან. აღნიშნული პროგრამებით ქართველ ბავშვებსა და ახალგაზრდებს მიეცემათ საშუალება, რომ მიიღონ როგორც მაქსიმალურად მაღალი ხარისხის, ასევე ფინანსურად ეფექტური და კარგად ორგანიზებული დიაგნოსტიკური და სამკურნალო სერვისები მსოფლიოს წამყვან კლინიკებში“. 17 დეკემბრის მონაცემებით, ფონდმა ონკოლოგიური დაავადებების მქონე 21 წლამდე ასაკის 48 ბავშვის მკურნალობის დაფინანსება დაამტკიცა. „სოლიდარობის ფონდში“ ნებაყოფლობით დონაციას 35 000-ზე მეტი საჯარო მოხელე ახორციელებს, ასევე, ფონდთან აქტიურად თანამშრომლობს 12 კომპანია. თორნიკე ირემაშვილი
პაპუაშვილი: მიუსაფარ ძაღლებზე უფრო დიდი პრობლემა ემოციურად დაზიანებული რადიკალური ოპოზიციაა
პაპუაშვილი: ონლაინგამოცემები პირდაპირ ერევიან სინოდის საქმიანობაში, გვექნება რეაგირება
მეუფე ზენონი: მყავს ჩემი კანდიდატები, რომლებიც ილია II-ს ადრეული დროიდან მოჰყვებიან, ისინი 60 წელს ზემოთ არიან
თევზეული 21.2%-ით, ხილი 13.4%-ით, პური 9.6%-ით გაძვირდა, წლიური ინფლაცია 4.3%-ია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)